დრენტეს ინტერვიუ
"მადრიდის რეალის" ყოფილმა და ამჟამად კი "ერკულესის" ფეხბურთელმა როისტონ დრენტემ გამომცემლობა AS–ს საინტერესო ინტერვიუ მისცა.
ალიკანტეში როგორ ცხოვრობთ?
ეს ძალიან მშვიდი ქალაქია, სადაც სასიამოვნო ადამიანები ცხოვრობენ. აქ ცხოვრებას უკვე კარგად მივეჩვიე.
„მადრიდის რეალის“ პარტნიორები რატომ გეძახდნენ „მალაგიტას“ (El Malaguita)?
უბრალოდ მეძახდნენ და მორჩა. რამოსი და კასილასი ამბობდნენ, რომ არის ერთი ფილმი , რომლის ერთ–ერთ პერსონაჟს „მალაგიტა“ ერქვა. ის სულ იპარავდა. ისინი ასე მოფერებით მომართავდნენ. საბედნიეროდ მე არ მიწევს რამის მოპარვა.
თქვენი წარმომავლობის შესახებ მოგვიყევით...
მე 100 %–ით სურინამადან ვარ. ჰოლანდიაში დავიბადე, მაგრამ თავს იქაურად ვთვლი, საიდანაც ჩემი მშობლები არიან, ისინი ჰოლანდიაში ოთხი და შვიდი წლის ასაკში მოვიდნენ. მამაჩემი როტერდამის პორტში მტვირთავად მუშაობდა.
სურინამში ხშირად დადიხართ?
ძალიან ხშირად. ამ ზაფხულს იქ მთელი ოჯახი ვიყავით წასული...
და რას წარმოადგენს ეს ქვეყანა?
ის ტროპიკებში მდებარეობს, ბრაზილიის მახლობლად, იქ, სადაც იამაიკაა...აქ ძალიან მხიარული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც უყვართ მუსიკა. იქ სულ მზიანი დღეა. ამჟამად სურინამაში ბევრი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება.
თქვენ და მამათქვენს ერთი და იგივე ტატუ გაქვთ–„010“ . შეგიძლიათ გვითხრათ რას ნიშნავს ეს?
ეს როტერდამის პრეფიკსია. ამსტერდამის-020–ია. იცით თუ არა, რომ ამ ორ ქალაქს შორის სერიოზული კონკურენცია არსებობს?
მოგვიყევით თქვენს რაიონზე. ეს როტერდამ ოსტი იყო , არა?
როცა იქ წასვლას დააპირებთ, ამის შესახებ მეც შემატყობინეთ, თან რომ გამოგყვეთ. ასე უკეთესი იქნება.
ის საშიშია?
არც ისე, უბრალოდ იქ ძალიან ბევრი ქუჩის ბიჭია, ისეთივე , როგორიც მე. ჩვენ გვიყვარს ქუჩაში დგომა, ბურთის თამაში, მუსიკის მოსმენა, როლიკებზე სიარული. ყველაფერს ამას ჩვენ მეგობრებთან ერთად ვაკეთებთ. იქ კრიმინოგენული სიტუაცია არაა, მაგრამ არც ისე მშვიდი რაიონია. იქაურობა სიმკაცრესა და საკუთარი თავის გატანას გასწავლის.
ქუჩაში რა ისწავლეთ?
თითქმის ყველაფერი , რაც ამჟამად ვიცი.
რომელიმე დაჯგუფების წევრი ყოფილხართ?
რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ არც იარაღი გვქონდა და არც რამე მაგდაგვარი. საკუთარ თავსDemolition Crew–ს ვუწოდებდით, ამის შემდეგ მუსიკალური ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ.
ქუჩურ გარჩევებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
განა ერთსა და ორში, ასეთი ბევრი შემთხვევა იყო (იცინის). მაშინ ჩვენ ბავშვები ვიყავით და ბავშვები კიდე ყველაფრის გამო ჩხუბობენ.
რა ღირს თქვენი თითოეული ოქროს კბილი?
არც ისე ბევრი, როგორც გონიათ. ბრილიანტები უფრო ძვირია.
მოდაში იყო ოქროს კბილების ქონა?
როცა ახალგაზრდა ვიყავი, ეს ძალიან მომწონდა, არც ეხლა მიშლის ნერვებს. ჩემი მეუღლეც შეეჩვია... ის მეუბნება, რომ როცა რამე მბზინავს ხედავს შორიდან, მე ვგონივარ. მასაც მოსწონს.
თქვენი კუმირი არის ედგარ დავიდსი, გახსოვთ როგორ გაიცანით?
მასთან ერთად ვთამაშობდი ქუჩაში, მაგრამ არასდროს არ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს. როცა ის ჩემს წინ აღმოჩნდებოდა, მუხლები მიკანკალებდა.
როგორია ფეხბურთის ქუჩაში თამაში?
არც ისე ადვილია. ფიზიკურად ძლიერი უნდა იყო. არიან ძლიერი და სქელი/მსუქანი ბიჭებიც, რომლებიც უბრალოდ ძალიან მაგრად თამაშობენ. ისინი იღებენ ბურთს, შენ კი საერთოდ ვერ ამჩნევ, თუ როგორ გაგაბითურებენ. ფიზიკურად ძლიერი უნდა იყო და თავი უნდა გივარგოდეს, იმიტომ რომ ქუჩაში სხვადასხვა ტრიუკების გაკეთება გიწევს.
რომელი ტრიუკია თქვენს არსენალში?
„აკა“
როგორ?
„აკა“. ამას რონალდინიო შესანიშნავად ასრულებს. „ალმერიასთან“ თამაშს თუ უყურებთ მე მას თქვენთვის გავაკეთებ.
„მადრიდის რეალში“ თამაშისას არასდროს არ გაგიკეთებიათ ასეთი რამ!
მე მანდ ზედიზედ ოთხი თამაშის ჩატარებასაც ვერ ვახერხებდი. მაგალითად , წინა სეზონში „მილანთან“ თამაშისას შესანიშნავად ვითამაშე, გოლიც გავიტანე, მაგრამ მომდევნო შეხვედრას ტრიბუნებიდან ვადევნებდი თვალს. პროგრესირების საშუალებას არ მაძლევდნენ, შესაბამისად მოედანზე რამის გაკეთების სურვილიც მეკარგებოდა.
ალიკანტეში ეხლა ყველაფერი პირიქითაა. კლუბში მნიშვნელოვან როლს თამაშობთ, ამას როგორ უყურებთ?
მე მჭირდებოდა, რომ ხალხს ვყვარებოდი. ამჟამად თავს ბედნიერად ვგრძნობ.
„მადრიდის რეალში“ თავს როგორ გრძნობდით?
არ შემიძლია ვთქვა, თითქოსდა თავს გადასარევად ვგრძნობდი.ბედნიერი ვიყავი, მაგრამ არა იმ დოზით, რა დოზითაც ამჟამად ვარ.
2007 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატისა და 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების საუკეთესო ფეხბურთელი იყავით. რატომ შეაჩერეთ თქვენი განვითარება?
იმის გამო, რომ საკუთარ პოზიციაზე იშვიათად ვთამაშობდი.
„მადრიდის რეალში“ დაცვის ხაზის ფლანგებზე თამაშობდით, ამჟამად „ეკულესში“ კი ნახევარდაცვის ფლანგზე აიწიეთ...
მე თავს ნახევარმცველად ვთვლი, მაგრამ მიუხედავად ამისა ორივე პოზიციაზე შემიძლია თამაში...
„ერკულესის“ თამაშს როგორ დაახასიათებდით?
დაცვიდან არასდროს გვითამაშია. როცა „ვილიარეალმა“ ანგარიში 2:2 გახადა, მაშინ ხელახლა გადავეწყვეთ და შეტევები დავიწეთ. სწორედ ეს მოგვწონს. თუ დაცვიდან თამაშს დავიწყებთ, მაშინ მოგებით იშვიათად თუ გავუხარებთ გულს ჩვენ თანაგუნდელებს.
თქვენ ჩემპიონატში მეათე ადგილზე იმყოფებით. რა არის თქვენი მთავარი მიზანი?
ძალიან მეწყინება სეზონის ბოლოს ათეულის მიღმა რომ აღმოვჩნდით.
მოურინიოს როდესმე უთქვამს თქვენთვის, რომ თქვენი იმედი არ აქვს?
არასდროს, აი ვალდანო კი მეუბნებოდა, როცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რაღაც ერთი კვირა იყო დარჩენილი. მწვრთნელი ჩემით კმაყოფილი იყო, ის მე მამხნევებდა კიდეც. ისეთი სიტუაცია იყო, რომ რამის გაგება ჭირდა. ვალდანოს ჩემი გაყიდვა სურდა, მწვრთნელი კმაყოფილებას გამოხატავდა ჩემს მიმართ, ხოლო მე მარტო არენდის წესით მსურდა წასვლა.
ამას რატომ ამბობთ?
იმიტომ რომ არ მინდა რამე ვინანო.
გჯერათ, რომ კიდევ მოგეცემათ „მადრიდის რეალში“ თამაშისა და იქ წარმატებების მიღწევის საშუალება?
ამჟამად „ერკულესსში“ ვთამაშობ და „მადრიდის რეალში“ შესაძლო წარმატებებზე საუბარი ჩემი კლუბის შეურაცხყოფა და უპატივცემლობა იქნება.
„დეპორტივოსთან“ შეხვედრაში ტრიბუნების სტვენამ და „ბარსელონასთან“ მომენტის ვერ გამოყენებამ რა დაღი დაგასვათ?
ამის შესახებ დავიწყებული მქონდა, მანამ სანამ არ გამახსენეთ. გული მწყდება.
სხვა მხრივ რომ მივუდგეთ საქმეს, თქვენ საკუთარი ინიციატივით არ ეცემით მოედანზე. ეს წინ გადაგდმული ნაბიჯია!
(იცინის)
თქვენ „ფეინოორდში“ გაიზარდეთ, რა განსხვავებაა მასსა და „აიაქსს“ შორის?
„აიაქსი“–ეს „ბარსელონაა“, ხოლო „ფეინოორდი“–„მადრიდის რეალი“. „ფეინოორდს“ ბევრი მუშაობა სურს, მას ლამაზი ფეხბურთი უყვარს, მაგრამ მისი სკოლა ძალიან პირდაპირ ხაზოვანია–მოგება, აი რა არის მათთვის მთავარი. მისი გულშემატკივრები კი ისეთები არიან, რომ შეიძლება ჩაი***რო. „აიაქსს“ ლამაზი ფეხბურთი იზიდავს და ამავდროულად ისინი ძალიან „პიჟონურ“ ფეხბურთს თამაშობენ, ისევე როგორც „ბარსა“. „პიჟონურს“ იმიტომ რომ ერთი შეხებით თამაშს ცდილობენ. „მადრიდის რეალი“ კი პირიქით–ეს ძალიან პირდაპირი და მამაკაცური (ასე დაწერა ვამჯობინე, თორე პირდაპირ რო მეთარგმა ძალიან უცენზურო იქნებოდა) კლუბია. ამიტომაც აქვს მას სხვებზე მეტი ტიტულები. ხედირა, ხაბი, ლასსი.. ისინი ფინტებს არ აკეთებენ, უბრალოდ თუ წინ ბურთი ნახეს , მას ადგილზევე აქვავებენ. ხავი, ინიესტა და ბუსკეთსი კი სხვანაირად თამაშობენ.
რატომ გამოგაგდეს „ფეინოორდის“ აკადემიიდან?
ცუდი ყოფაქცევის გამო. ძალიან დაუმორჩილებელი, ქუჩური გაგების და თაქარიანი ბიჭი ვიყავი.
და რას აკეთებდით?
ძალიან ბევრ რამეს ძმაო. ყველაფერთან ერთად ჩემთან დალაპარაკებას ბევრი ვერ ბედავდა, იმიტომ რომ აკრძალული მქონდა მათთვის ეს. მე „ეკსელსიოში“ გამიშვეს.
და როდის მიხვდეით, რომ ასე შორს ვერ წახვიდოდით?
როცა „ექსელსიორში“ გადავედი.
ალბათ ეს ძალიან დიდი სასჯელი იყო...
დედაჩემს ვეუბნებოდი, რომ ფეხბურთისთვის თავის დანებებას ვაპირებდი, ის კი მეუბნებოდა: „შენ ხომ არ გაგიჟდი?“. სკოლაში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ იქ ბევრი არაფერი გამიკეთებია... საბოლოოდ ბედმა გამიღიმა: „ექსელსიორის“ 16 წლამდელთაში ვთამაშობდი, როცა „ფეონოორდიდან“ მომაკითხეს...
და თქვენ რა უპასუხეთ?
არა ვუთხარი.
სიამაყის გამო, არა?
რა თქმა უნდა. ერთი წლის შემდეგ ისინი კვლავ მოვიდნენ. მაშინ მე მათ რამოდენიმე პირობა წავუყენე.
პირველად რამდენი თანხა გამოიმუშავეთ?
3 000 ევრი 16 წლის ასაკში.
და ამ თანხით რა გააკეთეთ?
ხელიც არ მომიკიდია, მას დედაჩემი განკარგავდა.
სიმართლეა, რომ კარგად ცეკვავთ?
რა თქმა უნდა, მაგრამ ვცეკვავ
იმაზე უკეთ ვიდრე მღერით?
მისმინე ძმაო, მე ისევე ვცეკვავ, როგორც ვმღერი.
კლუბში როცა დადიხართ ცეკვავთ?
რა თქმა უნდა. აბა მანდ დასაჯდომად ხო არ მივდივარ? რა სულელურ კითხვებს მისვამ...
ღამით ბევრს ერთობით?
თუ 23 წლის ვარ, თქვენ როგორ ფიქრობთ, გავერთობი თუ არა ღამე? როცა ვიგებ, მაშინ რატომაც არ უნდა გავერთო, აი როცა ვაგებ, იმ დროს მე თქვენ გასართობად წასულს ვერ მნახავთ.
ძალიან ენერგიული პიროვნება ჩანხართ, კვირაში რამდენჯერ გაქვთ სექსი?
ცოლთან? ძმაო ეს ძალიან პირადულია (იცინის). მე სამი შვილი მყავს და აწი თავად განსაჯეთ.
აი ეს მესმის!
ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თქვენი ცოლი გაპატიებდათ ღალატს?
დარწმუნებული ვარ, რომ არა
და თქვენ თუ აპატიებდით?
ასევე არა. ამ თემას მე როგორც ძველი ბაბუა , ისე ვუყურებ. არაფერს არ ვამოწმებ, თუ ასეთი რამე მოხდა, უმჯობესია არ გავიგო, თორემ თუ გავიგე...

- 26 ოქტომბერი 2010
- 2 324
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.