"მურსიას" ისტორია
დღეს მადრიდის "რეალი" "კოპა დელ რეის" პირველ მატჩს გამართავს "მურსიას" წინააღმდეგ. ეს არის კლუბი,რომელსაც არც თუ ისე დიდი ისტორია გააჩნია,თუმცა მე შევეცადე დაწვრილებით გადმომეცა ყველაფერი...
სრული სახელი: Real Murcia Club de Fútbol, S.A.D.
ზედმეტსახელი: წიწაკები
დაარსების თარიღი: 1908 წელი
სტადიონი: Nueva Condomina (ტევადობა-33 045)
დირექტორი: მიგელ ალვარეს ბენიტესი
მწვრთნელი: ინაკი ალონსო
Real Murcia Club de Fútbol - ეს "მურსიას" სრული სახელწოდებაა. კლუბი 1908 წელს ნამესაკეს რეგიონში,კერძოდ ქალაქ მურსიაში დაარსდა. 1906 წლიდან არსებობდა კლუბი,რომელიც "მურსიას" სახელს ატარებდა,თუმცა მხოლოდ სამოყვარულო დონეზე თამაშობდა. 1908 წელს კი ოფიციალურად შეიქმნა - Real Murcia Club de Fútbol.
1923-1924 წლებში ესპანეთის მეფემ ალფონსო XIII-მ "მურსიას" "რეალ" პრეფიქსის ტარების უფლება მიანიჭა,რომელიც კლუბს დღემდე აქვს.
1925 წელს აიგო სტადიონი "Nueva Condomina",რომელიც დრემდე "მურსიას" საშინაო არენაა. კლუბი უკვე 85 წელია ამ სტადიონზე მასპინძლობს მოწინააღმდეგეებს.
"მურსიას" ისტორიაში რამე განსაკუთრებული არასდროს მომხდარა. კლუბს არანაირი თასი არ აქვს მოპოვებული. არც მის რომელიმე ფეხბურთელს არ აქვს ოდესმე რაიმე წარმატება მიღწეული. "მურსია" ძირითადად დაბალ დივიზიონებში "დათარეშობს".
ალბათ ყველაზე მეტად აღსანიშნავია ის,რომ "მურსიაში" 50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე შეინიშნება სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების სიმრავლე. განსაკუთრებით აქ არგენტინელი ფეხბურთელები ჭარბობდნენ,თუმცა მათ არც ბრაზილიელი და ურუგვაელი ფეხბურთელები ჩამორჩებოდნენ.
2009-2010 წლების სეზონი,რომელიც მათ "სეგუნდა" დივიზიონში გაატარეს კატასტროფული აღმოჩნდა. კლუბმა ბოლო ადგილი დაიკავა და "სეგუნდა B-ში" ჩამოქვეითდა და ისე მიდის საქმე,რომ შესაძლოა კიდევ ერთი სეზონი ჩარჩეს დაბალ დივიზიონში.
"მურსიას" არსებობის ისტორიაში 18 სეზონი "ლა ლიგაში" , 50 სეზონი "სეგუნდაში" , 7 სეზონი "სეგუნდა B-ში" , ხოლო 5 - "ტერკერა" დივიზიონში აქვს გატარებული.
ინფორმაციის წყარო: wikipedia.org
სტატიის ავტორი: WISHMASTER
- 26 ოქტომბერი 2010
- 1 636
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.