"მურსია" - "რეალი" [პრევიუ]
დღეს "კოპა დელ რეი" იღებს სტარტს, ერთმანეთს "მურსია" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან. მასპინძლები შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებენ საკუთარ ქვედა ლიგაში, ისინი ტურნირის ლიდერები არიან, ანალოგიური შემთხვევაა მადრიდშიც, ჟოზე მოურინიოს შეგირდები ლა ლიგას უდგანან სათავეში...
უკვე ცნობილია იმ 7 ფეხბურთელის ვინაობა ვინც მოწინააღმდეგესთან ითამაშებს, დანარჩენი 4 კი ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ რჩება. სასტარტო შვიდეული კი ასე გამოიყურება : იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, რაულ ალბიოლი, ალვარო არბელოა, პეპე, კრიშტიანო რონალდო და კარიმ ბენზემა. წყვილში გამარჯვებულის ვინაობა რაღა თქმა უნდა სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე გადაწყდება.
მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 18 ფეხბურთელს უხმო. სერხიო რამოსი უკვე სრულ მზადყოფნაშია, ასევე განაცხადში არიან კასტილიელი ფეხბურთელები, ხუანფრანი და ხუანანი. რაც შეეხებათ მარსელოს, ხაბი ალონსოს, რიკარდო კარვალიოს, იეჟი დუდეკს და მესუთ ოზილს, ისინი მწვრთნელის აზრით დასვენებას იმსახურებენ და შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ფერნანდო გაგო, ეზიკელ გარაი, ლასანა დიარა და რიკარდო კაკა კი ტრავმირებულები არიან და იძულებით უწევთ მატჩის გამოტოვება.
დღევანდელი დაპირისპირება იმითიც იწვევს ინტერესს, რომ პედრო ლეონი და რაულ ალბიოლი მოედანზე გამოვლენ. ლეონმა პროფესიული კარიერა სწორედ "მურსიაში" დაიწყო, ხოლო რაულ ალბიოლი საკუთარ ძმას, მიგელ ალბიოლს დაუპირისპირდება.
მურსია ესპანურ ფეხბურთში უკვე ძალიან დიდი ხანია ფიგურირებს, მათ თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროის განმავლობაში არც ისე წარმატებულები არიან. წლევანდელ სეზონში ეს გუნდი ძალიან კარგად გამოიყურება და ქვედა ლიგას "სან როკესა" და "სევილია ატლეტიკოსთან" ერთად ლიდერობს.
ახლა კი გთავაზობთ "ბლანკოსისა" და "მურსიის" სტატისტიკას ურთიერთშეხვედრებში, რომელიც პრიმერა დივიზიონის ეგიდით გაიმართა
- 26 ოქტომბერი 2010
- 1 705
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.