მოურინიო: ”კოპა დელ რეის მოგება მინდა”
სამეფო კლუბის დამრგიგებელმა ჟოზე მოურინიომ, ”მურსიასთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დასძინა, რომ სამეფო თასის მოგება სურს.
”ჩემს შეგირდებს თასზე თამაშის ნიჭი თუ არ აქვთ, მადრიდის ”რეალში” ასპარეზობის ტალანტი ნამდვილად გააჩნიათ.მე ამ შეხვედრაში ისეთი ფეხბურთელები მჭირდება, რომლებიც ხშირი თამაშით არ გამოირჩევიან.ისინი უნდა მოვიდნენ ჩემთან და მითხრან: ”მე ვარ აქ, არ დაგავიწყდეთ ჩემს შესახებ.თქვენ მეტი სათამაშო დრო უნდა მომცეთ.””
”ის ფეხბურთელები, რომლებიც ცუდად გააგორებენ ბურთს ხვალინდელ შეხვედრაში, მომავალი მატჩებისათვის არ გამოვიძახებ.ეს არის ზეწოლა მათზე.ბიჭებმა მწვრთნელს, გულშემატკივრებს და მადრიდისტების ოჯახებს უნდა დაუმტკიცონ თავიანთი პოტენციალი.ვიცი, რომ ისინი თავდაუზოგავად მუშაობენ და მზად არიან სათამაშოდ.რა თქმა უნდა, ასეთ მოთამაშეებში მოიაზრებიან პედრო ლეონი, გრანერო და ა.შ.”
”მურსია მიმდინარე სეზონში თამაში არ წაუგია.ისინი სეგუნდას ლიდერები არიან და ამასთანავე სახლშიც მართავენ პირველ სათასო მატჩს.ბევრი კოპა დელ რეის დიდ ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ მე მათ კატეგორიას არ განვეკუთვნება.პორტუგალიაში, ინგლისში და იტალიაში მუშაობის დროს, ქვეყნის თასები აქტივში ჩავიწერე.სწორედ იგივეს გაკეთება მსურს ”რეალშიც.”ვიმედოვნებ, რომ აღნიშნულ მოწინააღმდეგეს ორივე შეხვედრაში დავამარცხებთ და ფინალში გავალთ.”
”მეგონა, რომ ლასი მზად იქნებოდა მურსიელების წინააღმდეგ, თუმცა ფეხბურთელმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.ეს მისი პრობლემაა, ვიდრე ჩვენი.როცა მოიშუშებს ტრავმას, მაშინ შევა განაცხადში.შეიძლება ეს კვირის დაპირისპირება იყოს.”
”როდესაც შემადგენლობაში მყავს მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერი, სხვამ რატომ უნდა ითამაშოს მის ნაცვლად? ადანიცა და დუდეკიც ჩემს დავალებებს ზედმიწევნით ასრულებენ.”
”ბენზემას მეტი დამაჯერებლობა აკლია.ფრანგი ფსიქოლოგიურად ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე და იმედია ამ კომპონენტს გამოასწორებს.რაც შეეხება იგუაინს, ის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, თავდაუზოგავად მუშაობს, აკეთებს პასებს და ზეწოლას ახდენს მეტოქეზე.აღსანიშნავია, რომ პიპიტა ისეთ სირთულეებს არ აწყდება, როგორსაც ქარიმი.”
- 25 ოქტომბერი 2010
- 1 847
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.