”კონდომინაზე” კატასტროფული მდგომარეობაა
როგორც ჩანს, სათასო შეხვედრაში, ”რეალის” წინააღმდეგ არა მხოლოდ მურსია, არამედ ”ლა კონდომინას” მოედნის საფარიც ითამაშებს.
ადგილობრივი მოთამაშეების თქმით, აღნიშნულ საფეხბურთო არენაზე შეუძლებელია ბურთის გაგორება, რამეთუ მოედნის საფარი კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება.სამწუხაროდ, მადრიდელებს ცუდ პირობებში მოუწევთ შერკინების გამართვა.
კლუბის ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შედარებით გააუმჯობესონ მდგომარეობა მინდორზე (ასე იუწყებიან მურსიაში), თუმცა ”ას”-ის ჟურნალისტი წერს, რომ საინტერესოა როდის უნდა მოასწრონ სტადიონის ”რეაბილიტაცია,” როდესაც ”ბლანკოსთან” თამაშამდე მურსიელები დღეში ორ ვარჯიშს ატარებენ.
- 25 ოქტომბერი 2010
- 2 353
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.