რონალდუ კასილასს არ ჩამორჩება
რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუ ის ფეხბურთელია, რომელმაც იკერ კასილასთან ერთად ყველაზე მეტი დრო დაჰყო მოედანზე.
პორტუგალიელი ბომბარდირი, ფაქტიურად შეუცვლელად თამაშობს პრიმერას მატჩებს.მას, ისევე როგორც კასოს, 990 წუთი დაუგროვდა ლა ლიგაზე.ამ სტატისტიკაში, მეორე პოზიციაზე მოდის ალონსო (982), მესამეზე მარსელო (969), ხოლო მეოთხეზე იგუაინი (927).
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პელეგრინი რონის ბოლომდე არ ტოვებდა მინდორზე.საშუალოდ მოთამაშეს 78-ე წუთისთვის უწევდა სათადარიგოზე დაჯდომა.
- 25 ოქტომბერი 2010
- 2 229
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.