მოუმ შეგირდები სასტიკად გააფრთხილა
გამოცემა ”ას”-ი წერს, რომ ჟოზე მოურინომ ანტი ალკორკონის გეგმა შეიმუშავაო.
პორტუგალიელი დამრიგებელი ”მურსიას” წინააღმდეგ დიდი მონდომებით ამზადებს შეგირდებს.მოუს სურვილია, რომ ”რეალის” 17 წლიანი წარუმატებლობა სამეფო თასზე, მიმდინარე სეზონში დასრულდეს.ჟურნალისტის თქმით ჟოზემ შემდეგნაირად მიმართა ფეხბურთელებს: ”თუ ”ალკორკონი” განმეორდება, სასტიკად დაისჯებით!”
იმედია, მოთამაშეები მოდუნების საშუალებას არ მისცემენ საკუთარ თავს და ისეთ უსახურ თამაშსა თუ შედეგს არ აჩვენებენ, როგორიც გასულ წლებში შუსტერის, კაპელოსა და პელეგრინის დარიგებულებმა ანახეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ”ბლანკოსმა” 1993-ში იზეიმა ”კოპა დელ რეის” მოგება.მაშინ ”თეთრებმა” ”სარაგოსას” ძლიეს 2-0, ”მესტალიაზე.”
- 25 ოქტომბერი 2010
- 2 506
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.