რონალდუ ევროპის გოლეადორებში ლიდერობს
კრიშტიანუ რონალდუმ თუ ამავე ტემპში გააგრძელა გოლების გატანა, სეზონის ბოლოს 47 ბურთს მოუყრის თავს.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა პრიმერა დივიზიონში 8 შეხვედრა ჩაატარა და 10-ჯერ გამოიჩინა თავის.ის საშუალოდ 1.25 გოლს იტანს ყოველ თამაშში, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია.რონი ”პიჩიჩის” ტიტულის უპირველესი პრეტენდენტია.ნიშანდობლივია, რომ წლეულს, ”7” ნომერს, ”ბარსას” ”10” ნომერზე 2-ჯერ უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი.
რაც შეეხება ევროპის სხვა ბომბარდირებს, ჯერჯერობით რონალდუზე მეტი გოლი არავის გაუტანია.პორტუგალიელს 10 გოლს, მალუდასა და ტევეზის 7-7 ბურთი მოჰყვება.
და ბოლსო გეტყვით, რომ სამეფო კლუბის რიგებიდან, ლა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლის შეგდება მეტოქეთა კარში, უგო სანჩესმა მოახერხა.ამ უკანასკნელს 88-89 წლების სეზონში 38 გოლი დაუგროვდა (კრიშტიანუს საუკეთესო შედეგი გახლავთ 33 გოლი, ”მანჩესტერის” შემადგენლობაში).
იმედია, სეზონის ბოლოს ”კრ7” როგორც ”პიჩიჩის” ასევე ”ოქროს ბურთსაც” დაეუფლება.
- 25 ოქტომბერი 2010
- 2 445
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.