გრანერო: "Copa Del Rey" მნიშვნელოვანი ტურნირია
სამეფო კლუბის აღზრდილმა ფეხბურთელმა, ესტებან გრანერომ ესპანელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ წლევანდელ სეზონში მოურინიოს გუნდი, ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებას უდიდეს ყურადღებას მიაქცევს და წარმატების მიღწევას შეეცდება, რადგან უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბლანკოსს" ზემოთხსენებული ტურნირი არ მოუგია...
"ეს ტურნირი ესპანეთში ყოველთვის პრესტიჟული იყო და იქნება, მაგრამ "ბლანკოსს" უკვე დიდი ხანია არ მიუღწევია წარმატებისთვის ხსენებულ ტურნირზე. ჩვენ ამ სეზონში უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას და გამარჯვებას ვაპირებთ."
"ამ ტურნირში უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოდიან, მათ ეძლევათ საკუთარი ძალების დამტკიცების შანსი. "მურსიასთან" მატჩში რამდენიმე სიახლე აუცილებლად იქნება, დარწმუნებული ვარ ჟოზე შემადგენლობას გარკვეულწილად გადაახალისებს."
"იმედი მაქვს მომეცემა თამაშისა და საკუთარი ძალების დამტკიცების შანსი, მე ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის."
"როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი იყო, გაცილებით მეტი სათამაშო დრო მქონდა და მეტის გაკეთბას ვცდილობდი გუნდისთვის, მაგრამ წლევანდელ სეზონში განსხვავებული სიტუაციაა და გაცილებით ნაკლებს ვთამაშობ, თუმცა იმედს არ ვკარგავ და ვთვლი, რომ "რეალში" წარმატების მიღწევა შემიძლია."
- 25 ოქტომბერი 2010
- 1 591
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.