ერთი მაისურის ისტორია....
რეალის თითქმის 108–წლიანი ისტორიის პერიოდში ბევრი ცვლილება მოხდა. კლუბის ევოლუციის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს ფორმა.
მაისურები, შორტები, წინდები... ყველაფერი შეიცვალა და კლუბის ისტორიის ამსახველ ნაწილად იქცა. რეალის მე–18 დებულებაში ცხადდება: „ჩვეულებრივი მატჩების ფორმა იქნება მუქი, მოკლე, სწორი შორტი, თეთრი მაისური და მუქი წინდები; განსაკუთრებულ მატჩებზე მოთამაშეები მოირგებენ თეთრ შორტსა და მაისურს, შავ წინდებს წრიული რგოლებით და ქამარს ჩვენს ეროვნულ ფერებში.“ საბოლოოდ, მეორე ვარიანტი იქნა შერჩეული ყველა მატჩისათვის და ამგვარად, საფეხბურთო სამყაროს პირველი ერა დასრულდა.
ადრეული წლები
რეალის ფორმა თავიდანვე იყო თეთრი მაისური, ესპანეთის ფერის ქამარი და შავი წინდები.
პირველი ცვლილება განხორციელდა 1911 წელს, როდესაც ესპანეთის დროშა გაქრა და შორტი ლურჯი გახდა. 1914 წელს მხოლოდ საყელომ განიცადა ცვლილება. 1925 წელს შორტები გახდა შავი და გვირგვინი დაემატა ლოგოს.
რეალის თავდაპირველი სამკერდე ნიშანი იყო ერთმანეთზე გადახლართული ასოების "MCF" კომბინაცია მუქ ლურჯ ფონზე.
პირველი ცვლილება შევიდა 1908 წელს, როდესაც ასოების ფორმა გახდა უფრო მარტივი და ისინი წრის შიგნით მოექცნენ.
როდესაც კლუბმა უკვე მიიღო სამეფოს წოდება ალფონსო XIII–სგან, შედეგან, ლოგოს დაემატა გვირგვინი.
1931 წელს მონარქიის გაუქმების შემდეგ, სამეფოს ყველა ნიშანი– გვირგვინი და წოდება–სამეფო, გაქრა. გვირგვინის ნაცვლად ლოგოს დაემატა სალტე– კასტილიის სიმბოლოს–შავი თუთის საპატივცემულოდ.
1941 წელს ლოგოს დაუბრუნდა გვირგვინი, თუმცა შენარჩუნებულ იქნა ზოლი, მთლიანად ემბლემას მიენიჭა ოქროსფერი შეფერილობა.
2001 წელს ზოლმა გახდა უფრო ლილისფერი.
დაარსებიდან მოყოლებული, კლუბმა შეინარჩუნა თეთრი მაისური საშინაო შეხვედრების ფორმად, იყო ერთი სეზონი, როდესაც მაისური და შორტი ორივე თეთრი არ იყო– 1925/26. ეს იყო მიბაძვა კორინტიანსისა, თუმცა მას შემდეგ, რაც რეალი თასისათვის ბრძოლიდან გამოადგო ბარსელონამ – 5–1 მოიგო მადრიდში და 2–0 ბარსელონაში, რეალის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ სხვა ფერებს უიღბლობა მოჰქონდა კლუბისათვის და დააბრუნა თეთრი ფერი.
1930–40–იანი წლები
1931 წელს, გარდა იმისა, რომ სამკერდე ნიშნიდან გაქრა სამეფო გვირგვინი, კლუბის ინიციალებმა მიიღო ის სახე, რაც დღეს გააჩნია. მას ასევე დაემატა იისფერი ზოლი. 1940 წელს კლუბმა დაიბრუნა სამეფოს წოდება და გვირგვინი, შესაბამისად.
1940–იანი წლების დასაწყისში მაისურს დაემატა ღილები.
1947 წლის 23 ნოემბერს რეალი გახდა პირველი ესპანური კლუბი, რომელმაც ფეხბურთელები დამონრილი მაისურებით გამოუშვა მოედანზე.
1950-იანი წლები
1952 წლიდან კლუბმა რეგულარულად დაიწყო საგარეო ფორმის გამოყენება. ამ დროიდან ის ბევრჯერ შეიცვალა–ძირითადად იყო ლურჯი ან იისფერი, თუმცა ისტორიას სხვა ფერებიც ახსოვს, მაგალითად, შავი (2000 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი) და წითელიც კი. ეს უკანასკნელი შემთხვევა დაფიქსირა ორჯერ – კარდიფში 1971 წელს და ოდესაში 1973 წელს. 2001 წელს კლუბი ატარებდა მონაცრისფრო მაისურს, 4 წლით ადრე ის დაყოფილი იყო 4 კვადრატად თეთრისა და იისფერის კომბინაციით.
1952 წელს საყელომ ფორმა შეიცვალა და გახდა მრგვალი. სწორედ ამდროინდელი დიზაინის მაისურებს ატარებდნენ ლეგენდები: დი სტეფანო, პუშკაში, ხენტო.
1955 წინდები გახდა თეთრი.
1980–იანი წლები
მთავარი ევოლუცია სწორედ ამ ათწლეულში მოხდა, როდესაც მოკლე სახელოები შემოვიდა ხმარებაში, ბამბამ ადგილი დაუთმო სინთეტიკას. ამჟამად კი მაისურები მზადდება სპეციალური მასალისაგან, რომელიც ინარჩუნებს სიგრილეს და ხელს უწყობს აორთქლებას.
მაისურზე გაჩნდა სპონსორ კომპანიათა სახელები. პირველი სპონსორი კი იყო ზანუსი 1982 წელს (1982–83, 1983–84, 1984–85 სეზონებზე). იგი შეცვალა ჯერ პარმალატმა (Parmalat) და შემდეგ ოტაისამ (Otaysa). ამას მოჰყვა ხანგრძლივი კონტრაქტი Teka–სთან (1992წ.)
2001 წელს ეს კონტრაქტი ამოიწურა და ერთი წელი კლუბი საკუთარი საიტის რეკლამას ახდენდა (Realmadrid.com).
2002 წელს ხელშეკრულება გაფორმდა Siemens Mobile–თან და 2006 უკვე BenQ Siemens–ის ლოგო გამოჩნდა მაისურზე. ამ უკანასკნელს მალე წარმოეშვა ეკონომიკური პრობლემები, ის შეცვალა bwin.com–მა.
ასევე 1980 წელს ადიდასი გახდა პირველი სპორტული ბრენდი, ვინც რეალის მოთამაშეებს მოსავდა, ამ ათწლეულში მაისურები იყო ტანზე მომდგარი და შორტები– მოკლე.
1990–იანები
ამ ათწლეულში რამდენიმე ცვლილება მოხდა. შორტები უფრო გრძელი გახდა.
1998/99 სეზონზე ადიდასი დაბრუნდა და მას შემდეგ სწორედ ამ ბრენდის მაისურებს ატარებენ რეალის ფეხბურთელები. სტანდარტული ფერების გარდა, მათ წარმოადგინეს ყვითელი (1999) და ნაცრისფერი (2000, 2006) ფორმები. 2002 წელს, როდესაც კლუბი ასი წლის იუბილეს აღნიშნავდა, ფორმები იყო სრულიად თეთრი. 2006 წელს მაისურს დაემატა სპეციალური სამკერდე ნიშანი, რომელიც აღნიშნავდა, რომ სწორედ რეალი იყო მე–20 საუკუნის საუკეთესო კლუბი.
ბრენდი
ფლორენტინო პერესის პრეზიდენტობის ქვეშ (2000–2006) რეალს გაუჩნდა ამბიცია, გამხდარიყო მსოფლიოს უმდიდრესი პროფესიული საფეხბურთო კლუბი. 2001 წელს კლუბმა დათმო სამწვრთნელო ბაზების ნაწილი, მიღებული თანხით გაისტუმრა ვალი 270 მლნ. ევრო; შეიძინა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები–ზიდანი, ფიგუ, რონალდო, ბექჰემი.
თუმცა პერესის პოლიტიკამ უდიდესი ფინანსური წარმატება მოუტანა კლუბს გაიზარდა კრიტიკული განწყობაც, რომ პრეზიდენტი უფრო მეტად მარკეტინგით და რეალის ბრენდად ქცევით იყო დაინტერესებული, ვიდრე გუნდის მოთამაშეთა მოედანზე გარჯით.
2007 წლის სექტემბერში BBDO–ს მიერ რეალი დასახელდა ყველაზე ღირებულ ევროპულ კლუბად. 2008 წელს ის მეორე იყო 951 მილიონი ევროთი მანიუს შემდეგ (1.333 მილიარდი). 2010 წელს რეალის ბრუნვა იყო ყველაზე მაღალი საფეხბურთო სამყაროში.
როგორც 2009 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია რეალის მენეჯმენტის მიერ, 2013 წლისათვის იგეგმება საკუთარი თემატური პარკის გახსნა.
ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებული შესწავლის შედეგად მტკიცდება, რომ რეალი „არის მე–20 საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე მნივნელოვანი ბრენდის სახელწოდება და ერთადერთი, რომლის შემსრულებლები–ფეხბურთელები საყოველთაოდ არიან ცნობილნი. 287 მილიონი ადამიანი მთელს მსოფლიოში მისდევს რეალ მადრიდს.“
108 წელია რეალის წარმატების სიმბოლოს მისი თეთრი მაისური წარმოადგენს.
სტატიის ძირითად წყაროს წარმოადგენს realmadrid.com დამატებულია ინფორმაცია რამდენიმე სხვა საიტიდან.
ვიმედოვნებ დაპირება შევასრულე და საინტერესო სტატია შემოგთავაზეთ.
- 25 ოქტომბერი 2010
- 3 403
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.