კრისტიანო- გოლების მანქანა

კრისტიანო რონალდომ გუშინ ”რასინგის” წინაღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა და მეტოქის კარი 4-ჯერაც აიღო. ”მადრიდის რეალის” წამყვანმა მოთამაშემ ოქტომბრის თვეში 11 გოლი გაიტანა. ის 10 გოლით ლა ლიგის ბომარდირია. სულ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა სამეფო კლუბის მაისური ოფიციალურ თამაშებში 46-ჯერ მოირგო და მის ანგარიშზე 44 ბურთია.

ამ თვეში მან დეპორტივოს 2, ”მალაგას”2, ”მილანს”1, დანიას და ისლანდიას 2 და ”რასინგს” 4 გოლი გაუტანა. 25 წლის მოთამაშემ სამეფო კლუბის ლეგენდებსაც კი აჯობა. მან გოლების კოეფიცინეტების მიხედვით დაჯაბნა ისეთი ფეხბურთელები როგორებიც რაული, უგო სანჩესი და ალფრედო დი სტეფანო იყვნენ. 11 ბურთიდან 10 ლა ლიგაში, ხოლო 1 ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.რონალდოს სულ 195 გოლი აქვს გატანილი. გუშინ მან მის კარიერაში პირველად შასრულა პოკერი. ”რეალის” რიგებში ასეთი ფეხბურთელი ბოლოს გონსალო ჰიგუანი იყო, რომელმაც 2 წლის წინ მალაგას გაუტანა 4 ბურთი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)