დი მარია მატჩის შემდეგ
მატჩის დასრულების შემდეგ დი მარიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ძალიან მიხარია, რომ ფანები ოვაციებით დამემშვიდობნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დააფასეს ჩემ მიერ გაწეული სამუშაო. მწვრთნელმა მითხრა, რომ იგი კმაყოფილია გუნდის მიერ ჩატარებული შეხვედრით და კარგად თამაში მომილოცა."
"კონტრშეტევებზე შესანიშნავად გამოვიყურებოდით, რადგან გვყავს ისეთი სწრაფი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ოზილი, რონალდო და პიპიტა. ისინი ძალიან სწრაფად ახერხებენ მეტოქის დაცვის დაშლას და გოლის გატანას."
"მოურინიომ მთხოვა ბოლო წუთები მარცხენა მცველის პოზიციაზე გამეტარებინა და მე ვეცადე მისი დავალება პირნათლად შემესრულებინა."
- 24 ოქტომბერი 2010
- 2 254
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.