მოურინიოს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
"რასინგთან" გამანადგურებელი ანგარიშის შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, პირდაპირ საპრესკონფერენციო დარბაზისკენ გაემართა და ჟურნალისტებს გაესაუბრა, მან კმაყოფილება ვერ დამალა გუნდის თამაშის ხარისხით, პორტუგალიელის თქმით "ბლანკოსი" 10-იანზე ასრულებს თავის საქმეს...
"ძალიან ლამაზად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩემი გუნდის ფეხბურთელები ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმას მიუახლოვდნენ, სულ ასე მაღალ დონეზე ვერ ვითამაშებთ, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და განვაგრძობთ მუშაობას. ფეხბურთელთა ინდივიდუალური მონაცემები უკვე ნათლად გამოჩნდა, ამ საღამოს თითოეულმა მოთამაშემ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა."
"გულშემატკივრები ძალიან გახარებულები იყვნენ და მე ამით ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველთვის ასე მათ ვერ გავახარებთ, ხანდახან ფრე და წაგებაც იქნება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში რა თქმა უნდა გავიმარჯვებთ. ჩვენ დეპორტივოსთან შესანიშნავად ვითამაშეთ, კარგი სერია მალაგასთანაც განვაგრძეთ, შემდეგ იყო მილანი ახლა კი სანტანდერის რასინგი, იმედი მაქვს აღებულ ტემპს არ გადავუხვევთ, რადგან ამჟამად ძალიან კარგ ფორმაში ვიმყოფებით."
"ჩვენი წინსვლა თვალნათლივია და აშკარად შეინიშნება, მაგრამ კარგმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა არასდროს არაფერი უნდა გათვალონ. ვგონებ, წელს ტიტულებისკენ ნელ-ნელა უნდა წავიდეთ."
"მომავალი მატჩისთვის მზადება უკვე უნდა დავიწყოთ, რადგან მურსიასთან მატჩი კარს არის მომდგარი, ამ შეხვედრაში კრიშტიანო და კარიმ ბენზემა ალბათ სასტარტოში იქნებიან, შარშანდელი სიტუაცია უკვე მეორდება და ჩვენ სამეფო თასზე წარმატებით უნდა გამოვიდეთ, აუცილებელია გამარჯვების მიღწევა."
- 24 ოქტომბერი 2010
- 2 205
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.