22 გატანილი, 4 გაშვებული - შესანიშნავი სტატისტიკა

მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიო მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი გახდა, დიდი მითქმა-მოთქმა მიდიოდა იმის შესახებ, რომ სამეფო კლუბი დაცვითი ფეხბურთის თამაშს დაიწყებდა, ბევრი კრიტიკოსი სეზონის დაწყებამდეც "ბევრს" ლაპარაკობდა. სეზონის არც თუ ისე დამაჯერებელი სტარტი კი უკვე იმის საბაბი იყო, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის "ბლანკოსი" მართლაც დაცვით ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ სულ ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, "მერენგების" ფეხბურთელები გოლს გოლზე იტანენ და მათ შესანიშნავი სტატისტიკა აქვთ...

ასეთი კარგი სტატისტიკა სამეფო კლუბს უკვე დიდი ხანია არ ჰქონია. 8 ტურში იკერ კასილასმა მხოლოდ 4 გოლი გაუშვა, მაგრამ შემტევმა ფეხბურთელებმა გაცილებით მეტჯერ აიღეს მეტოქის კარი. გუნდის წინახაზელები შესანიშნავად ირჯებიან და მათ უკვე 22 გოლს მოუყარეს თავი, გუნდი თითოეულ თამაშში საშუალოდ 3 გოლს იტანს რაც უდიდესი შედეგია.

შარშანდელ სეზონში, როდესაც "ბლანკოსს" მანუელ პელეგრინი ხელმძღვანელობდა ძალიან ბევრი გოლი გაჰქონდა, მაგრამ ბევრსაც უშვებდა. მოურინიოს შემთხვევაში კი დაცვა გაცილებით უკეთ თამაშობს და გუნდი უფრო ნაკლებ გოლს უშვებს. "რეალის" ბურთების შეფარდება ბრწყინვალედ გამოიყურება +18.

  • Hala
  • 24 ოქტომბერი 2010
  • 1 611
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)