რუნი "მანჩესტერს" არ დატოვებს
როგორც მოგეხსენებათ ამ ბოლო ხანებში" მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავზე, უეინ რუნიზე ბევრი იწერებოდა. რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეინს კლუბის დატოვება სურდა და მისი შეძენის მთავარი პრეტენდენტი "მადრიდის რეალი" იყო.
ახლა ყველაფერს ბოლო მოეღო. ინგლისელმა ფორვარდმა იუნაიტედთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა. ეს სერ ალექს ფერგიუსონმაც დაადასტურა. შოტლანდიელი სპეციალისტი რუნის გუნდში დარჩენით მოხარული იყო. "მე მას უთხარი, რომ თუ მას გუნდის დატოვება სურდა კარი ღია იყო. მან დარჩენა გადაწყვიტა და ამით მოხარული ვარ."
თავად ფეხბურთელის კომენტარსაც გთავაზობთ."ბოლო დღეებში მე ვესაუბრე მწვრთნელს და კლუბის მფლობელებს. მათ დამარწმუნეს, რომ ამ კლუბს ვეკუთვნი.
- 22 ოქტომბერი 2010
- 2 214
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.