სერხიო "რასინგთანაც" ვერ ითამაშებს
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის ესპანელი მცველი, სერხიო რამოსი ტრავმირებულია. მედიკოსთა ვარაუდით მას სანტიაგო ბერნაბეუზე უკვე შეეძლო გასვლა რასინგის წინააღმდეგ, მაგრამ ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებით ახალგაზრდა ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დარჩა...
პორტუგალიელმა სპეციალისტმა კონსულტაციები გაიარა ექიმებთან და მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ რამოსმა ამ ტურშიც დაისვენოს. ხსენებული გადაწყვეტილებით მოურინიო თავს არიდებს რაიმე სახის გამწვავებას. სავარაუდოდ მსოფლიო ჩემპიონი ალიკანტეს ერკულესის წინააღმდეგ გამოჩნდება მოედანზე და შეძლებს თამაშს, მანამდე კი მის ადგილს ალვარო არბელოა დაიკავებს.
- 22 ოქტომბერი 2010
- 1 470
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.