დე ლა რედი ბრუნდება
რუბენ დე ლა რედი მადრიდულ კლუბში ბრუნდება...
როგორც ჩანს ესპანელი ნახევარმცველი "რეალს" უბრუნდება, ორ წლიანი უქმობის შემდეგ. ამჯერად რუბენი არა როგორც ფეხბურთელი არამედ მადრიდული დელეგაციის ერთ–ერთ წარმომადგენლად მოგვევლინება.
"დიახ მე შემომთავაზეს ადგილი მადრიდულ კლუბში, მაგრამ კერძოდ რაზეა საუბარი ამას ვერ გეტყვით, რადგანაც ამ ეტაპზე კონსპირაციულობას დავიცავ. ძალზედ გახარებული ვარ რადგანაც ეს კლუბი ჩემს მიმართ ინტერესს არ კარგავს და მუდამ გვერდით მიდგას."
როგორც ირკვევა ხორხე ვალდანომ მას ადგილი შესთავაზა და სპეციალურად რუბენისთვის დაუშვა ახალი შტატი. შეგახსენებთ, რომ დე ლა რედს ორი წელი გაუცდა, რადგანაც მან ერთ–ერთ სათასო შეხვედრაში გონება დაკარგა და ექიმების აკრძალვის შემდეგ უქმობა მოუწია.
რუბენმა ასევე გუნდში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა და აქცენტი ახალ ფებურთელებზე გააკეთა.
"გუნდში მნიშვნელოვანი ძვრებია გუნდს ჰყავს დიდებული მწვრთნელი დიდებული ფეხბურთელებით. მათ მშვენიერი სანახაობა დადგეს მილანის წინააღმდეგ, მაგრამ ეიფორიაში ჩავარდნა არ ივარგებს, რადგანაც პელეგრინის დროსაც დამაჯერებლად გამოვიყურებოდით, მაგრამ საბოლოო ჯამში რაც მოხდა ყველას გვახსოვს" – განაცხადა რუბენ დე ლა რედმა.
by: aqilevs
- 22 ოქტომბერი 2010
- 2 312
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.