გონსალო ხერარდო იგუაინი – უბრალოდ "პიპიტა"

იგუაინი დაიბადა ბრესტში, საფრანგეთი, 1987 წლის 10 დეკემბერს...

ამ დროისათვის მისი მამა ხორხე იგუაინი Stade Brestois 29–ში თამაშობდა. ამგვარად, იგუს ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია, არგენტინელი ის ოფიციალურად 2007 წლის იანვარში გახდა. სხვათა შორის, პიპიტა არ ფლობს ფრანგულ ენას და ათი თვის ასაკის შემდეგ მხოლოდ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში ეწვია ამ ქვეყანას. აღსანიშნავია, რომ მისი უფროსი ძმა–ფედერიკო ინდიპენდიენტეს რიგებში ასპარეზობს.
იგუაინის ნიკი „პიპიტა“ მომდინარეობს მისი მამის მეტსახელისაგან– „პიპა“. :)

საკლუბო კარიერა


რივერ პლეიტი

იგუმ კარიერა ახალგაზრდულ გუნდებში დაიწკო, მისი დებიუტი რივერ პლეიტის რიგებში შედგა 2005 წლის 29 მაისს. 2005–06 სეზონში პიპიტამ 12 მატჩი ჩაატარა და 5 გოლიც შეაგდო. მომდევნო სეზონზე 17 მატჩში მან 8 გოლს მოუყარა თავი.

რეალ მადრიდი

კლუბმა ფეხბურთელი შეიძინა 13 მილიონ ევროდ, აღსანიშნავია, რომ რეალი ადრეც ცდილობდა 19 წლის იგუს შეძენას და რივერმა მადრიდელთა 10 მილიონიან შეთავაზებაზე უარი განაცხადა. პრეზენტაციისას იგუაინმა განაცხადა: „შესანიშნავია გქონდეს შანსი, რომ ითამაშო ისეთ მნიშვნელოვან კლუბში, როგორიც რეალია. ვამაყობ, რომ რეალმა შემამჩნია.“
პიპიტას დებიუტი შედგა საშინაო მატჩში სარაგოსას წინააღმდეგ 2007 წლის იანვარში, იგუმ ასისტენტის როლი შეასრულა ამ მატჩში გატანილ ერთადერთ გოლში. მომდევნო თვეს კი იგუაინმა თავისი პირველი მადრიდული გოლი გაიტანა, აღსანიშნავია, რომ 62–ე წუთზე შედგებული ეს გოლი იყო ერთადერთი და გამარჯვების მომტანი დერბიში ატლეტიკო მადრიდის წინააღმდეგ. ესპანიოლის კარში გატანილი გოლი კი პირველი იყო ბერნაბეუზე თავშეყრილი პუბლიკისათვის. ამ მატჩში რეალმა 4:3 დაამარცხა ესპანიოლი და პირველ ადგილზე მოიკალათა, ლა ლიგის ტიტულიც მადრიდმა დაისაკუთრა.
2008 წელს ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში პიპიტას მიერ გატანილი გოლი ვალენსიას წინააღმდეგ გახდა გამარჯვების მომტანი და რეალი მერვედ დაეუფლა ამ ტიტულს. იმავე წლის ნოემბერში იგუმ პოკერი შეასრულა მალაგას წინააღმდეგ. მის მიერ 89–ე წუთზე ოსასუნას კარში შეგდებულმა გოლმა მოუტანა რეალს ლა ლიგის 31–ე ტიტული.
როგორც მოგვიანბით გახდა ცნობილი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას რეალმა უარიტ გაისტუმრა 25იუვენტუსი და მათ მიერ იგუს შესაძენად გამზადებული 25 მილიონი.
2008/09 წლების სეზონი იგუმ რეალის საუკეთესო ბომბარდირის წოდებით დაასრულა, ლა ლიგაში გატანილი 22 გოლით.
ჩემპიონთა ლიგაზე პიპიტამ პირველი გოლით აღნიშნა 5–2 ანგარიშით მოგებული შეხვედრა ციურიხის წინააღმდეგ. იმავე გუნდის კაში გაიტანა გონსალომ საპასუხო მატჩის ერთადერთი გოლი. სეზონის ბოლოს პიპიტას 27 გოლი დაუგროვდა ლიგაში და მესის შემდეგ მეორე ადგილიც დაიკავა ბომბარდირთა დავაში.
2010 წელს რეალმა იგუაინს 2016 წლამდე გაუხანგრძლივა კონტრაქტი. ჟოზე მოურინიო ახალგახრდა ფეხბურთელის ნიჭსა და მონდომებას მისთვის მიცემული ხანგრძლივი სათამაშო დროით აფასებს.

საერთაშორისო კარიერა

თავდაპირველად იგუაინი მტკიცე უარს აცხადებდა არგენტინისა და საფრანგეთს ეროვნულ ნაკრებებში თამაშზე და ამის მიზეზად გადაწყვეტილების ვერმიღებას ასახელებდა. ბოლოს მან არგენტინის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და პირველი მატჩიც გამართა 2008 წლის თებარვალში გუატემალას წინააღმდეგ, რომელშიც დუბლი შეასრულა.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარადონამ პიპიტას თამაშის საშუალება მისცა პერუს და ურუგვაის წინააღმდეგ. უკვე ჩემპიონატის მიმდინარეობისას სამხრეთ კორეასთან მატჩში პიპიტამ ჰეთ–თრიკი შეასრულა, ამ შედეგით გახდა მესამე არგენტინელი გილერმო სტაბილესა და გაბრიელ ბატისტუტას შემდეგ, ვინც ეს მსოფლიო პირველობაზე შესძლო.


რამოსისა და ჟოზეს შემდეგ ჩემი რჩეული მადრიდისტა სწორედ იგუ გახლავთ. ამ პრინციპით ჩემთვის საყვარელი სხვა რეალისტების შესახებაც შემოგთავაზებთ ინფორმაციას, სამომავლოდ..

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)