მოუს ”ჩინეთის კედელი” მოწოდების სიმაღლეზეა
ალბათ, საიტზე მომუშავე მწერლისათვის, იმაზე უკეთესო არაფერია, როდესაც საყვარელი კლუბის დადებით მაჩვენებლზე წერს სტატიებს.
სასიხარულოდ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრჯერ მომიწია ”პოსტის” სათაურში სიტყვა ”საუკეთესოს” ხსენება (უწინარეს ყოვლისა, ”რეალმა” განაპირობა ეს ), ტრადიციის დარღვევა არც ამჯერად მინდოდა, თუმცა გადავიფიქრე და სხვანაირი გაშუქება მივეცი სტატიას.
მსოფლიოს ჟურნალ-გაზეთები, გამუდმებით ახსენებენ მადრიდელი ”შემოქმედების” ღვაწლს გუნდის წარმატებაში, მაგრამ ბევრ შემთხვევაში არავის ახსოვს თუ რა არის ”ბლანკოსის” წარმატების საიდუმლო.ალბათ, ბევრი ფიქრი არ დაგვჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად და უმალ წამოვიძახებთ, რომ ეს არის დაცვა.დიახ, მეგობრებო ეს არის ნამდვილად დაცვა.ქვემოთ შევეცდები დაგარწმუნოთ, ჩემი მოსაზრების (უფრო ”მარკას”) სიზუსტეში.
დავიწყოთ იქედან, რომ იკერ კასილასის მშრალი სერია, არა მართლა მისმა ”წმინდანობამ,” არამედ კარვალიოებმა, რამოსებმა, მარსელოებმა, კლეპერებმა და არბელოებმა (მეტ-ნაკლებად) მოიტანეს.რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ფრაზით გარჯას ვუკარგავ კასოს.ეს არამცდაარმც არ იფიქროთ.
ვფიქრობ, 10 ჩატარებულ დაპირისპირებაში, 3 კინკილა გოლის გაშვება, საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.ფეხბურთის კრიტიკოსებმა, თუ ექსპერტებმა გარკვეული გამოთვლების შემდეგ დაადგინეს, რომ ”ჩელსის” თავდაცვაც მაღალი კლასისა ყოფილა.”არისტოკრატებს” 11 თამაშიდან სამჯერ შეურხიეს კარის ბადი და შესაბამისად, ისინი საშუალოდ 0.27 გოლს უშვებენ თითოეულ მატჩში.ამ მხრივ, ”რეალის” კოეფიციენტი 0.33-ია (ლონდონელებმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაგვასწრეს, რომ მათ ერთით მეტი შეხვედრა აქვთ გამართული).
რაც შეეხება დანარჩენ ევროპულ გუნდებს, რომლებესაც დაცვაში სხვა კლუბებთან შედარებით უკეთესი შედეგი აქვთ, მათი კოფიციენტები შემდეგნაირად გამოიყურება: ”ინტერი” 0.8, ”კოპენჰაგენი” - 0.6, ”რეინჯერსი” 0.72 & ”მანჩესტერი” 1.
როგორც ხედავთ, მოურინიოს ”ჩინეთის კედელი” მოწოდების სიმაღლეზეა.საინტერესოა, რომ ადრე აღნიშნული ეპითეტით ”მილანის” სახელგანთქმულ დაცვასაც ამკობდნენ, თუმცა დღესდღეობით ”როსონერის” დაცვითი ხაზი ”გადამდგარი პროკურორების” ერთობლიობას უფრო ჰგავს.
- 21 ოქტომბერი 2010
- 2 128
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.