კარვალიო და ხაბი– მოურინიოს ღერძი

"მადრიდის რეალის" თავკაცი, ჟოზე მოურინიო პირველ კვირებში თავს კომფორტულად გრძნობდა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ სამეფო კლუბს სერიოზული მეტოქე არ შეხვედროდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა "მილანის" დამარცხებით დიდ ნაბიჯი გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელები სუსტად გამოიყურებოდნენ, მათ შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები იყვნენ როგორებიც რონალდინიო, იბრაგიმოვიჩი, პატო, ზედოლფი და პირლო არიან. ევროპაში ასეთმა ფრაზამ გაიჟღერა.:"მადრიდის რეალი" დაბრუნდა.

"ბლანკოსმა" მესუთ ოზილის და კრისტიანო რონალდოს გოლების წყალობით იმარჯვა. ანგარიშით 2–0. მათ ერთ წუთში მოახერხეს ამის გაკეთება და შემდეგაც არაფერი არ შეცვლილა. ბერნაბეუს შეეძლო დამტკბარიყო რიკარდო კარვალიოს და ხაბი ალონსოს შესანიშნავი თამაშით.

ყველაფერი იწყება დაცვიდან

"საბედნიეროდ დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური მატჩი ვითამაშეთ, რადგან ჩვენ 4–0–ის მოგება შეგვეძლო. ეს რომ ფლეიოფი ყოფილიყო კმაყოფილი არ ვიქნებოდი. მოხარული ვარ, რომ გუნდმა გოლი არ გაუშვა." განაცხადა მოურინიომ

კარვალიო ამ მატჩიც საუკეთესო იყო. მასთან ერთად ასევე ბრწინვალე იყო მარსელო, რომელმაც ამ სეზონში ჟოზე მოურინიოს თავი მოაწონა და პეპე, რომელმაც მატჩის შემდგომ კონტრაქტის გახაგრძლივების სურვილი გამოთქვა. "მე აქ ბედნიერი ვარ განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ. ვთვლი, რომ ამას ვიმსახურებ. "ბარსელონა"? ამჟამად სახლში ვრჩები."

ინფორმაციის წყარო:real-madrid.ru

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)