პეპემ მადრიდული კარიერის 49% მოედანზე გაატარა
მადრიდის რეალს ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი პეპესთან. მილანთან მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა განაცხადა:"ძალიან მსურს კლუბში დარჩენა და კონტრაქტის გახანგრძლივება." პორტუგალიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა გულშემატკივრებს თავისი მადრიდული კარიერის განმავლობაში თავი მოაწონა და არც ხელმძღვანელობა დაუტოვებია უკმაყოფილოდ. ერთადერთი მიზეზი, რაზეც რეალი მერყეობს არის პეპეს ხშირი ტრავმიანობა. მან მოედანზე გასატარებელი 14,400 წუთიდან, მხოლოდ 7049 გაატარა.
აგრეთვე მოლაპარაკებებს ისიც ართულებს, რომ პეპე კლუბისგან 6 მილიონ ევროს ითხოვს, რეალი კი მას 3.5 მილიონ ევროს სთავაზობს. ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელფასი წელიწადში 1.8 მლნ ევროა (იგივეს ღებულობენ იგუაინი, ალონსო და მაჰამადუ დიარა).
ეს პრობლემამადრიდის რეალმა მალევე უნდა მოაგვაროს, რადგან 2012 წელის ზაფხულში ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება და შეეძლება ნებისმიერ კლუბთან აწარმოოს მოლაპარაკებები. შეგახსენებთ მისი შეძენა ბარსელონასა და ლონდონის ჩელსის სურს.
- 21 ოქტომბერი 2010
- 1 613
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.