იტურბე ”რეალის” ინტერესებში მოექცა
”მარკა” იუწყება, რომ სამეფო კლუბი პარაგვაელი ხუან იტურბეთი არის დაინტერესებული.
17 წლის სამხრეთ ამერიკელი, რომელიც არგენტინაში დაიბადა (ორმაგი მოქალაქეობა აქვს), ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება საკუთარ ქვეყანაში.ის სახელგანთქმულია სისწრაფითა და ერთი ერთზე ბწრინვალე თამაშით.
ამჟამად იტურბე ”კუილმესის” რიგებში ირიცხება იჯარით (”კერო პორტენოს” საკუთრებაა).აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში მას პარაგვაის ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.
ფეხბურთელის აგენტის ცნობით, თავისი კლიენტი მალე ევროპაში გადაბარგდება.ყოვლად შესაძლებელია, რომ ხუანის პირველი კლუბი აღნიშნულ კონტინენტზე, მადრიდის ”რეალი” გახდეს.”თეთრების” ინტერესს, იტურბეს წარმომადგენელი პრესას არ უმალავს.
- 21 ოქტომბერი 2010
- 1 470
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.