მოერგება რუნი ლა ლიგას?
ის რომ რუნის მანჩესტერის დატოვება სურს უკვე მთელმა საფეხბურთო სამყარომ იცის და ალბათ არც ის არის საიდუმლო, რომ მისი შეძენის ყველაზე რეალური კანდიდატები რეალი და ბარსელონა არიან. ყველაზე მნიშვნელოვანი კი შემდეგი კითხვა არის: "მოერგება რუნი ლა ლიგას?"
ფერგის და რუნის შორის განხეთქილება არის, შოტლანდიელი მწვრთნელი კი საკუთარი პრინიცპების უპატივცემულობას არც ერთ ფეხბურთელს არ პატიობს და მასთან უთანხმოების გამო წითელი ეშმაკები უკვე ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. მათგან ყველაზე ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს: დევიდ ბექჰემი, როი კინი და რუდ ვან ნისტელროი. ალბათ ყველას გვახსოვს შემთხვევა, როდესაც ბექსის თამაშით უკმაყოფილო ალექსმა, იმ დროს ინგლისისა და მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანს დევიდ ბექჰემს, როგორ ესროლა ბუცი. სწორედ ამის შემდეგ გაფუჭდა ურთიერთობა ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის, რომელიც ინგლისელი გარემარბის მადრიდის რეალში გადაბარგებით დასრულდა. მისი წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლაური როი კინმა ჩაიბარა, რომელიც მანკუნიანელების ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა მასაც შეექმნა გარკვეული პრობლემები ფეგიუსონთან და ამ უკანასკნელსაც მოუხდა კლუბის დატოვება. ბოლოს კი ნისტელროი იყო, რომელიც "ეშმაკების" ბომბარდირი გახლდათ და მწვრთნელთან კონფლიქტის გამო თავი მადრიდის რეალს მიაშურა, თან მაშინ სამეფო კლუბმა ვან გოლში მიზერული თანხა დაახლოებით 8 მილიონი ფუნტი გადაიხადა. იგივე მეორდება უეინის შემთხვევაშიც, ფერგიმ არ მოიწონა რუნის საქციელი და ფეხბურთელი სეზონის დასაწყიშივე დაიწყო განცხადებების გაკეთება, რომ მას კლუბის გამოცვლა სურს. იგი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იყო წლების განმავლობაში, მაგრამ სერ ალექსი წარსულში არ იყურება, მას მხოლოდ მომავალი აინტერესებს. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ფერგის ძალიან უყვარდა და მის გაშვებაში იგი "სუფთაა" არის კრიშტიანო რონალდო, რომელმაც თავისი ინიციატივით დატოვა კლუბი.
რუნის უკავშირებენ რეალს, ბარსელონას, ინტერს და მანჩესტერ სიტის. ეს კლუბები მზად არიან ფეხბურთელს კვირაში 150 000 ფუნტი შესთავაზონ. თუმცა თავად ფეხბურთელი ჯერ არ ასახელებს თუ სად სურს კარიერის გაგრძელება. ყველაზე რეალურ ვარიანტი კი სმაეფო კლუბია. მიუხედავად იმისა, რომ ხორხე ვალდანომ უკვე განაცხადა იმის შესახებ, რომ მათ არ ჭირდებათ ახალი ფორვარდი, რადგან გუნდში არიან იგუაინი და რონალდო, რომლებმაც გასულ სეზონში 60 გოლის გატანა მოახერხეს ერთად და მათ ზურგს ბენზემა, დი მაარია, ოზილის ტრიო უმაგრებს, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მოურინიომ განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით დაიმატებდა კიდევ ერთ ფორვარდს შეტევის ხაზის გასაძლიერებლად. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ფერგიზე "გაბრაზებული" ფეხბურთელები მადრიდის რეალში ხვდებიან და კლუბის პრეზიდენტი ახლაც ფლორენტინო პერესია, როგორც ეს ბექჰემის ტრანსფერის დროს იყო, არ არის გამორიცხული ბრიტანელმა ვარსკვლავმა მომავალ სეზონში თეთრი მაისური მოირგოს და სამეფო კლუბის ღირსება დაიცვას. აქვე უნად აღინიშნოს, რომ რუნი რამდენჯერმე შეამჩნიეს ბარსელონაში, როდესაც იგი იქ ისვენებდა, თუმცა ჟურნალისტების კითხვაზე მოსწონდა თუ არა ბარსელონა (საფეხბურთო გუნდი), პასუხობდა, რომ ეს გუნდი მის გემოვნებაში არ ჯდება (შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი ფეხბურთელები კატალონიური კლუბის მიმართ სიყვარულით არ გამოირჩევიან).
იმ შემთხვევაში, თუ რუნი ლა ლიგაში გადაწყვეტს კარიერის გაგრძელებას, მას მოუწევს ესპანურის სწავლა, რადგან ინგლისელმა ფეხბურთელებმა, რომლებმაც არ იცოდნენ ამ ქვეყნის ენა, ფეხი კარგად ვერ მოიკიდეს და მალევე უკან დაბრუნდნენ. უეინს ამ ბარიერის გადალახვა მოუწევს და ეს მის ადაპტაციას გუნდში კიდევ უფრო გაართულებს. თუმცა თუ ეს ბარიერი მან წარმატებით გადალახა უკვე ყველაფერი მოგვარებული იქნება, რადგან ლა ლიგაშიც ძალიან უყვართ შემტევი ფეხბურთი, როგორც ინგლისში და არამგონია რუნის გაუჭირდეს თუნდაც ბარსელონას ან რეალის რიგებში თავის დამკვიდრება და უმაღლეს დონეზე თამაში. მითუმეტეს თუ ის სამეფო კლუბს ამოირჩევს, მისი მეგობარი კრიშტიანო რონალდო დახვდება და ხელს შეუწყობს ადაპტაციის გავლაში.
- 21 ოქტომბერი 2010
- 1 862
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.