რუნი: "მანჩესტერის დატოვება ტიტულების მოსაგებად მსურს"
ჯერ-ჯერობით მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა უეინ რუნიმ "ევროსპორტთან" საუბრისას განაცხადა, რომ მას გადაწყვეტილი აქვს მისი ამჟამინდელი ნავსაყუდელის შეცვლა, რადგან ინგლისელ ფორვარდს ტიტულების მოგება სურს.
"გასულ კვირას გილს შევხვდი და მან არ მომცა იმის იმედი, რომ ჩემს მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა. შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ კლუბთან კონტრაქტს არ გავახანგრძლივებ და ეს მათ უკვე განვუცხადე. ფერგიმ თავის კომენტარებში უკვე ახსენა, რომ მე და ჩემი აგენტი ზაფხულიდან მოყოლებული ვცდილობთ მანჩესტერის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების მიღწევას, თუმცა ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა."
"ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი მანჩესტერ იუნაიტედს და ამ კლუბთან ერთად გატრებული ექვსი წელი არასოდეს დამავიწყდება, რადგან მე მისი შემადგენელი ნაწილი ვიყავი და მასთან ერთად ვიზიარებდი გამარჯვებასაც და მარცხსაც."
"მანჩესტერ იუნაიტედში ტიტულების მოსაგებად მოვედი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს ალექს ფერგიუსონს, რომელმაც 18 წლის ასაკში შემამჩნია და მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამომაყალიბა. ახლა მსურს ჩემი ძალები სხვაგან მოვსინჯო, ამ ფაქტს ისიც უწყობს ხელს, რომ ჩემი თამაშით უკმაყოფილოა მანჩესტერის ხელმძღვანელობაც."
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი მესამე თავდამსხმელის ძებნაშია, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ირიცხებიან ბენზემა და იგუაინი, ისინი თავს ვერ ართმევენ დაკისრებულ მოვალეობას, ამიტომ მოურინიოს სურს გუნდში კიდევ ერთი თავდამსხმელი მოიყვანოს. აქამდე რეალურ კანდიდატად ლორენტე სახელდებოდა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას ამჟამად სხვა კლუბი არ აინტერესებს და მხოლოდ ატლეტიკ ბილბაოზე ფიქრობს. მიმდინარე მოვლენებმა კი მადრიდის რეალს ახალი პერსპექტივები დაუსახეს და ეს უეინ რუნია, რომლის შეძენასაც პერესი გასულ ზაფხულში აპირებდა, თუმცა თავად ფეხბურთელისაგან მიიღო უარი, რადგან იგი მანჩესტერის ღალატს არ აპირებდა, ახლა კი როდესაც ინგლისელს კლუბმა უღალატა, იგი მზად არის გადადგას ეს ნაბიჯი და დატოვოს კლუბი. სავარაუდოდ ეს ტრანსფერი გაამართლებს, რადგან რუნის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და მეწყვილე რონალდო რეალის ღირსებას წარმატებით იცავს და შესაძლოა მათი შემტევი დუეტი კვლავ ვიხილოთ, თუმცა ახლა არა წითელ ეშმაკებში, არამედ სამეფო კლუბში.
- 20 ოქტომბერი 2010
- 2 000
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.