მადრიდელებმა საშუალოდ 10 კმ ირბინეს
გამოცემა ”ას”-ის ინფორმაციით, გასულ საღამოს, მილანელებმა სირბილშიც ვერ გაუწიეს კონკურენცია მადრიდელებს.
სტატისტიკის მოყვარულთათვის ვიტყვი, რომ სამეფო კლუბის ბურჯებმა, საშუალოდ 10 კმ ირბინეს ”როსონერის” წინააღმდეგ.რაც შეეხება უშუალოდ ფეხბურთელებს, ტრადიციისამებრ, ხაბი ალონსოს ბადალი არ ჰყავს ”ოფლის დაღვრაში.””ფურია როხას” საყრდენმა ნახევარმცველმა 11.23 კილომეტრი ირბინა, მას გვერდი-გვერდ მოჰყვება სამი ხედირა 11.22 კმ-ით, ხოლო შემდეგ მოდიან იგუაინი 10.03, დი მარია 9.87, რონალდუ 9.57 და მარსელო 9.38.
იტალიური გრანდიდან, ამ მხრივ იბრასა და პატოს გამორჩევა შეიძლება, რომელთა აქტივშიც 9 კმ-მდეა, ხოლო ბრაზილიელი რონალდინიოს მაჩვენებელი კი 7 კილომეტრით შემოიფარგლება.
აქვე ორიოდე სიტყვით მინდა მადრიდისტების თამაში შევაქო და განსაკუთრებით გამოვყო საყრდენი ნახევარმცველების გარჯა.ალბათ, დამეთანხმებით, რომ ხაბისა და სამის ტანდემი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე.გერმანულ-ესპანური დუეტი, იტალიურ შეტევებს ბოლოს უღებდა.
დასაფასებელია მარსელოს მუშაობაც.ამ უკანასკნელმა, უხეშად რომ ვთქვათ, პატო არ გაახარა მარცხენა ფრთაზე.
თვალთახედვის არეალიდან არ უნდა გამოგვრჩეს მესუთ ოზილი, რომელმაც 77 პასი გააკეთა და ერთხელაც მოახერხა მეტოქის კარის ბადის შერხევა.
და ბოლოს, აღვნიშნავ რონალდუსა და მარსელოს ურთიერთგაგების მაღალ კლასს.ამ ფეხბურთელებმა 23-ჯერ გაითამაშეს ბურთი 90 წუთის განმავლობაში.ამასთანავე ისინი შეტევების ორგანიზების მთავარი პრედენტენდები იყვნენ.
- 20 ოქტომბერი 2010
- 1 703
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.