რონი საუკეთესოა
როგორც ჩანს, კრიშტიანო რონალდო სამეფო კლუბის ისტორიის გადაწერას აპირებს.თეთრი მაისურის მორგების შემდეგ, რონი თითქმის ყოველ მატჩში ავლენს ბომბარდირულ ოსტატობას.
”ბლანკოსის” რიგებში ჩატარებული 45 ოფიციალური თამაშიდან, პორტუგალიელმა 40-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება, რაც საშუალოდ 0.88 გოლს უდრის თითოეულ შეხვედრაში.
წლეულს, კრიშტიმ უკვე შვიდი ბურთის შეგდება მოახერხა (6 ლა ლიგაზე და 1 ჩემპიონთა ლიგაზე), ხოლო შარშან მის აქტივში 33 გოლი ჩაიწერა (26 პრიმერაში - 29 მატჩიდან, ხოლო 7 ლიგაზე - 6 მატჩიდან).
როგორც ხედავთ, რონალდუს შედეგი საკმაოდ შთაბმეჭდავია.მან აღნიშნული მაჩვენებლით (საშუალოდ ერთ შეხვედრაში გოლის გატანით), ისეთი დიადი მოთამაშენი ჩამოიტოვა, როგორებიცაა დი სტეფანო, უგო სანჩესი და რაული.დონ ალფრედომ ”რეალში” ასპარეზობის ჟამს, 403 დაპირისპირებიდან 307-ში მოახერხა თავის გამოჩენა (საშუალოდ 0.77 გოლი თამაშში), სანჩესმა 283 მატჩიდან 207 შემთხვევაში იზეიმა გოლი (0.73 გოლი თამაშში), ხოლო რაც შეეხება ლეგენდარულ ”ელ კაპიტანოს,” 740 ჩატარებული შეხვედრიდან 326-ჯერ გაახარა გულშემატკივართა გულები (0.44 გოლი თამაშში).
ერთი სიტყვით, პორტუგალიელი მეგა-ვარსკვლავი საუკეთესოობისაკენ მიისწრაფვის!
- 20 ოქტომბერი 2010
- 2 047
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.