კასილასი : "ეს გამარჯვება წინგადადგმული ნაბიჯია 1/8-სკენ"
მადრიდის რეალის მეკარემ იკერ კასილასმა მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ესპანელი მეკარე აღფრთოვანებული იყო და ამაყობს იმით , რომ მისმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა.
"ჩვენ ვიცოდით , რომ ეს არ იქნებოდა ადვილი გასეირნება, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება, გუნდი არ უნდა მოდუნდეს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, გუნდი დღთი-დღე პროგრესირებს, განსაკუთრებით კი დაცვის ხაზი."
კაპიტანი აცნობიერებს , რომ ეს 3 ქულა გუნდს ლიდერობის განმტკიცებაში დაეხმარება, მაგრამ ამაზე გაჩერება არ შეიძლება.
"ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება, გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. ჩვენს ჯგუფში გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, წინ კიდევ 3 თამაშია , ჩვენ უნდა განვაგრძოთ ბრძოლა."
იკერმა ასევე ისაუბრა , გონსალო იგუაინზე.
"ის ვარჯიშობს ძალიან კარგად , რაც მოედანზე ჩანს. იგი დღითი-დღე პროგრესირებს."
საბოლოოდ კასილასმა განაცხადა, რომ ახლა მთავარია კარგად მომზადება შემდეგი მატჩისთვის.
ინფორმაციის წყარო : RealMadrid.Com
სტატიის ავტორი : CampO
- 20 ოქტომბერი 2010
- 1 585
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.