მოურინიოსა და ალეგრის დუელი გრძელდება
ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჟოზე მოურინიო საფეხბურთო სამყაროში მწვრთნელებთან მეგობრობით არ გამოირჩევა.ინგლისში მუშაობის დროს, პორტუგალიელს ბობოლა გუნდების დამრიგებლები ჰყავს ”გადამტერებული.”რაც შეეხება იტალიაში გატარებულ წლებს, მიმომხილველების აზრით, მოუს მთავარი მეტოქე მასიმილიანო ალეგრი გახლდათ.
ალეგრი, რომელიც ამჟამად ”მილანს” მოძღვრავს, გასულ წლებში ”კალიარის” ედგა სათავეში.ამ კლუბში მუშაობის დროს, მან სახელი არა ტიტულების მოგებით, არამედ სანახაობრივი თამაშით გაითქვა.ფაქტიურად ის მიეკუთვნება მწვრთნელთა ნუსხას, რომლებიც იტალიაში მუშაობენ, მაგრამ უარს ამბობენ ე.წ. დაცვით სტილზე.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2009 წელს მასიმილიანომ სერია ა-ს საუკეთესო მწვრთნელის წოდება მიიტაცა.
რაც შეეხება უშუალოდ ალეგრისა და მოურინიოს ჯახს, ეს 2008-2009 წლების სეზონიდან იღებს სათავეს.ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ სეზონში ”კალიარი” ის ერთადერთი გუნდი გახდა, რომელსაც ”ინტერისგან” მარცხი არ უგემია.”სან სიროზე” მწვრთნელების ორთაბროძალა ყაიმით მორჩა, ხოლო სტუმრად კი ჟოზე 2-1 დათმო.
გასულ სეზონში კი, მოურინიომ რადიკალურად გამოასწორა სიტუაცია და უხეშად რომ ვთქვათ, კლასი ჩაუტარა ალეგრის.ჯერ იყო და ”კალიარი” სტუმრად დაამარცხა 1-2, ხოლო შემდეგ კი შინაურ კედლებში 3-0 გაანადგურა მეტოქე.
მოკლედ, მიმდინარე სეზონშიც გრძელდება მოურინიოსა და ალეგრის დუელი.ეს უკანასკნელი ”ბერნაბეუზე” იმ გუნდს წარმოადგენს, რომელიც გასული 2 წლის განმავლობასი მოურინიოს ჩრდილში იყო მოქცეული.
- 19 ოქტომბერი 2010
- 1 428
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.