"მილანის" ისტორია (ნაწილი მესამე)

დღეს მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს გამართავს "მილანთან". როგორც ყოველთვის ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს. მე გაგაცნობთ "როსონერის" ისტორიას,გუნდისას,რომელსაც ყველაფერი აქვს მოგებული,თუ რამეს მოგება შეეძლო...

ახალი კრიზისი


მომდვნო 2007-2008 წლების სეზონი იმით გამოირჩა, რომ "მილანმა" იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება დაკარგა, ცხადი იყო რომ კლუბში ახალი კრიზისი იწყებოდა, რაც უფრო ნათლად მომდევნო სეზონში გამოჩნდა. მართალია, კლუბში უკვე მოსული იყო რონალდინიო, მაგრამ ამან მილანს ვერ უშველა. 2009 წელს სეზონის დასრულების შემდეგ როსონერიმ კაკა "რეალს" მიჰყიდა, მიზეზად კი ფინანსური პრობლემები დაასახელა, საფეხბურთო კარიერა დაასრულა პაოლო მალდინიმ, რომელმაც გუნდში 25 დაუვიწყარი სეზონი ჩაატარა. კაპიტნის სამკლაური კი მასიმო ამბროზინიმ ჩაიბარა. "ჩელსიში" გადავიდა კარლო ანჩელოტიც, მის ნაცვლად კი მთავარი მწვრთნელის პოსტი გამოუცდელმა ლეონარდომ ჩაიბარა.

2009-2010 წლებში გუნდმა არასტაბილურად იასპარეზა, წააგო გადამწყვეტი შეხვედრები ჩემპიონატის ფავორიტებთან, ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა - "მანჩესტერთან" სამარცხვინო ანგარიშით წააგო, ინგლისელებმა ორი მატჩის ჯამში 7:2 მოუგეს. "მილანს" საკადრო პრობლემებიც აწუხებდა.


მილანის საუკუნოვანი იუბილე


1999 წელს "მილანმა" საუკუნოვანი იუბილე იზეიმა და გულშემატივართა გამოკითხვის საფუძველზე ყველა დროის უძლიერესი მილანელები გამოავლინეს. საუკუნის გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: ფაბიო კუდიჩინი

მცველები: კარლ-ჰაინც შნელინგერი, ფრანკო ბარეზი, ჯოვანი ტრაპატონი, პაოლო მალდინი

ნ/მცველები: რობერტო დონადონი, ფრენკ რაიკაარდი, კრუტ ჰამრინი, ჯანი რივერა

თავმდამსხმელები: მარკო ვან ბასტენი, გუნარ ნორდალი

"მილანის" ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ ფრანკო ბარეზი დასახელდა, მას მოსდევენ ჯანი რივერა (ევროპის 1969 წლის საუკეთსო მოთამაშე), მარკო ვან ბასტენი (ევროპის 1988,1989, 1992 წლების საუკეთსო მოთამაშე), გუნარ ნორდალი (ყველა დროის საუკეთსო ბომბარდირი) და პაოლო მალდინი ("მილანის" კაპიტანი, ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარა).

საუკეთესოები დაასახელეს ამპლუების მიხედვითაც, საუკუნის საუკეთსო მეკარე ფაბიო კუდიჩინი გახდა, საუკეთსო მცველი ფრანკო ბარეზი, უძლიერესი ნახევარმცველი ჯანი რივერა, მარკო ვან ბასტენი კი საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. საუკუნის მწვრთნელად კი ნერიო როკო აღიარეს.


მილანელი ქართველი


კახა კალაძე ერთადერთი ქართველია, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მაისური მოირგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანი "მილანში" კიევის დინამოდან გადავიდა. პირველი სეზონი 2001-2002 წლებში ჩაატარა. ამ გუნდში მისი დებიუტი ევროთასებზე უეფას თასის გათამაშებაში შედგა. მაშინ კახამ 11 ევრომატჩში მიიღო მონაწილეობა. მომდევნო 2002-2003 წლებში კი 15 შეხვედრა ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე, რაც დღმდე საუკეთესო მაჩვენებელია მის კარიერაში. იმ წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო და კალაძე გახდა პირველი ქართველი, ვინც ეს ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტიტული მოიგო.

სტამბულში გამართულ 2005 წლის ფინალურ შეხვედრაში მოულოდნელად კახა სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, ის ფინალი "მილანმა" წააგო, სამაგეროდ 2 წლის შემდეგ ფინალში შეცვლაზე შევიდა და ლიგის თასი მეორედ ასწია. იმ სეზონში 7 მატჩი ჩაატარა.

კალაძე ასევე ერთადერთი ქართველია, ვინც ევროპის სუპერ თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. საერთო ჯამში კახამ 4 ფინალში მიიღო მონაწილეობა და "მილანის" მაისურით უეფას ოფიციალურ საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.

მიუხედავად იმისა,რომ კალაძე ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი იყო "მილანისა",იგი მაინც გაუშვეს გუნდიდან და იგი დღეს-დღეობით "ჯენოას" ღირსებას იცავს.


სტადიონი


"მილანი" საშინაო მატჩებს ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელსაც მეორენაირად "სან სიროს" ეძახიან. სტადიონი ოფიციალურად 1926 წლის 19 სექტემბერს გაიხსნა. იგი ვია დე პიკოლომინის N5–შია განთავსებული. სან სირო გარეუბანი იყო სადაც არენა ააშენეს, ამიტომ თავიდან სწორედ ეს სახელი ეწოდა. სტადიონზე განლაგებული იყო ოთხი ერთმანეთისაგან დაშორებული ტრიბუნა, რომელიც მხოლოდ 35 000 ადამიანზე იყო გათვლილი.

უკვე 1947 წლიდან სტადიონი მეორე მილანური კლუბის, "ინტერის" საშინაო არენა გახდა (მანამდე"არენა ნაპოლეონიკზე" თამაშობდა). "ნერაძური" თავიდან იჯარას იხდიდა, თუმცა შემდეგ სტადიონის თანამფლობელი გახდა.

1980 წლის 3 მარტს სტადიონის შესასვლელთან "ინტერის" ლეგენდარული ფეხბურთელის, ჯუზეპე მეაცას ქანდაკება დაიდგა და მისი სახელი ეწოდა. სტადიონმა მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ორჯერ განიცდა და დღეს 85 700 კაცს იტევს.


საწვრთნელი ბაზა


"მილანელო" "მილანის" სამწვრთნელო ბაზა და მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო სამედიცინო ცენტრია.

ცენტრი 16 ჰექტარზე შუაგულ ტყეშია გაშენებული, ქალაქის ცენტრიდან 50 კილომეტრის დაშორებით. ბაზაზე 6 საფეხბურთო მოედანია, ამას პლიუს 2 პატარა ხელოვნურსაფარიანი მოედანი. 1200 მეტრიანი სარბენი ბილიკი ხელოვნური ტბის გარშემოა გნთავსებული. შენობა შეიცავს ფეხბურთელთა საცხოვრებლებს, პრეს ცენტრის ოთახებს, რესტორნებს, სატრენაჟორო დარბაზებს, ბარებს, სტუმართა მისაღებებს, საკონფერენციო ოთახებს.

''მილანელოზე'' გამართული ვარჯიშები ხშირად პირდაპირ ეთერში გადაიცემა. "მილანის" გარდა ამ სამწვრთნელო ბაზით იტალიის ნაკრებიც სარგებლობს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე, "სკუადრა აძურა'' სწორედ აქ ემზადება.


და დღეს...


2010-2011 წლების სეზონს "მილანი" სრულიად სახეშეცვლილი შეხვდა. გუნდში მოვიდნენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები: იბრაგიმოვიჩი და რობინიო,ასევე ბოატენგი და სხვები. გუნდმა ახალი სეზონი არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო,თუმცა შეიძლება ითქვას,რომ "მილანი" ჩამოყალიბების პროცესშია და წესით ეს საუკეთესო შედეგი უნდა იყოს.

ევროპაში "მილანს" შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე "ბებერი" ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი,მაგრამ ამასთანავე თითოეულ მათგანს უდიდესი გამოცდილება აქვს.


"მილანის" ტიტულები:

იტალიის ჩემპიონი(სერია ა) - 17-ჯერ

"სერია ბ" - 2-ჯერ

იტალიის თასი - 5-ჯერ

იტალიის სუპერთასი - 5-ჯერ

ჩემპიონთა ლიგა - 7-ჯერ

თასების თასი - 2-ჯერ

უეფას სუპერთასი - 5-ჯერ

საკონტინენტთაშორისო თასი - 4-ჯერ


საუკეთესო ბომბარდირები

1.გუნარ ნორდალი (210 გოლი)
2.ანდრეი შევჩენკო (175 გოლი)
3.ჯანი რივერა (164 გოლი)
4.ჟოზე ალტაფინი (161 გოლი)
5.ალდო ბოფი (136 გოლი)
6.მარკო ვან ბასტენი (124 გოლი)
7.ფილიპო ინძაგი (115 გოლი)
8.ჯუზეპე სანტაგოსტინო (106 გოლი)
9.პიერინო პრატი (102 გოლი)
10.ლუი ვან ჰეგი (98 გოლი)


"მილანში" 3 და 6 ნომრიანი მაისურები გაუქმებულია. 3 ნომერი მალდინის საპატივცემულოდ,ხოლო 6 ნომერი - ბარეზის საპატივცემულოდ.

ინფორმაციის წყარო: wikipedia.org


სტატიის ავტორი: WISHMASTER

  • wishmaster
  • 19 ოქტომბერი 2010
  • 1 562
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)