ნახვამდის მიჩელ!
გუშინ შედგა მიჩელ სალგადოს გამოსათხოვარი მატჩი.
გუშინ,"როსენბორგთან" მატჩის წინ მადრიდის "რეალის" ყველა გულშემატკივარი რაღაც გრძნობით იყო მოცული.გუნდს ემშვიდობებოდა მიჩელ სალგადო.ის მოედანზე გამოვიდა თავის ორ შვილთან ერთად და გაემართა მოედნის ცენტრისკენ,სადაც იყო ყველა ტიტული,რომელიც მან მადრიდში მოიგო.მან მიიღო გულშემატკივარტა ოვაციები,ხოლო ფლორენტინომ მას გადასცა ოქროსა და ალმასის მედლები კლუბის სახელით.
"ჩემთვის ძნელი იყო ის ფაქტი,რომ კლუბის დატოვება მომიწევდა.მე აქ გავატარე 10 დაუვიწყარი წელი...მე გუნდს ყველაფერ კარგს ვუსურვებ"–განაცხადა მიჩელმა.
დავუბრუნდეთ ისტორიას.სალგადოს ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა 1995 წლის 22 დეკემბერს"სელტას" მაისურით."რეალის" ფეხბურთელი სალგადო გახდა 1999 წელს და ის მუდამ დარჩება მადრიდისტა."ჩემთვის დიდი პატივი იყო მეთამაშა "რეალის" მაისურით.მე მუდამ ვოცნებობდი მეთამაშა ამ დიდებულ კლუბში და ჩემი ოცნება ახდა"–განაცხადა სალგადომ თავის ბოლო პრესკონფერენციაზე.
ორი ჩემპიონთა ლიგა,ოთხი ლა ლიგა,სამი ესპანეთის სუპერთასი,ევროპის სუპერთასი–და ეს კიდევ არასრული სიაა იმ ტიტულებისა,რომელიც მიჩელმა "სამეფო კლუბში" მოიგო.
ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში სალგადომ ჩაატარა 53 მატჩი,2006 წლამდე.ის იყო ძირითადი შემადგენლობის წევრი,მაგრამ ტრავმების გამო გამოტოვა 2002 წლის მსოფლიო და 2004 წლის ევროპის ჩემპიონატები.
"მე გულით დიდ მადლობას ვუხდი კლუბს.იმედია ჩვენ არ ვემშვიდობებით ერთმანეთს"–დაასრულა მიჩელ სალგადომ.
ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com
- 25 აგვისტო 2009
- 2 263
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.