რუნი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს
გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი, უეინ რუნი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს დატოვებდა, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" ეს ინფორმაცია უარყვეს და უეინის გუნდიდან გაშვება გამორიცხეს.
მიუხედავად ამისა, დღეს დილით ინგლისიდან გავრცელებული ინფორმაციით 24 წლის ფორვარდი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და მან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა. რუნიმ სხვა კლუბში თამაშის სურვილი გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ უეინით "მადრიდის რეალი" არის დაინტერესებული.
- 18 ოქტომბერი 2010
- 1 826
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.