მოურინიო:„შეცდომები მე დავუშვი“
ჟოზე მოურინიომ „ალავესთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„პირველ ტაიმში ბევრი პრობლემა გვქონდა, მაგრამ გოლის გატანას ვიმსახურებდით. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ და ვეცადე, მეორე ნახევარში ბევრად უფრო შემტევი და აგრესიული შემადგენლობა მყოლოდა.“
„არდა და ბერნარდუ ერთ სტილში თამაშობენ, მათ ცენტრიდან შეტევების ორგანიზება დავავალე, დიომანდემ კი ფლანგი გააძლიერა.“
„ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც მე და ფეხბურთელებს გვსურდა, რასაც თავისი მიზეზები აქვს.“
„პენალტი კითხვებს ბადებს, ჯუდმა მითხრა, რომ მას წონასწორობა დააკარგინეს და ამას აბსოლუტურად ვიგებ და ჩემს ფეხბურთელს ვენდობი.“
„შარშანწინ ამ მსაჯმა მბაპე გააგდო, შარშან ვინისიუსი, წელს ბელინგემი. ვნახოთ, მომდევნო სეზონში ალბათ კურტუას ჯერი დადგება.“
„არდა გაღიზიანებული იყო? მიყვარს ფეხბურთელები, რომლებსაც თამაში სწყურიათ, ისინი ძალიან მოტივირებულები არიან.“
„ვინისიუსს ცუდად არ უთამაშია და მის მიმართ სტვენა უადგილო იყო. ბრაზილიელმა ისე იასპარეზა, როგორც მისმა თანაგუნდელებმა.“
„ჩვენ გვჭირდება 90 წუთიანი დომინიცია, რაც ბერნაბეუზე ვერ დავინახე. ცუდი მატჩი ჩავატარეთ, პასუხისმგებლობას კი საკუთარ თავზე ვიღებ.“
„არ ვიცი, მეორე ტაიმში აშკარად უფრო მეტი მოტივაცია გვაქვს და ამ მხრივ ბევრია სამუშაო, ჩვენ მოტივირებულები პირველ ტაიმშიც უნდა ვიყოთ.“
„ესპი ძალიან კარგად მუშაობს, ის გოლის გატანასთან რამდენჯერმე იყო ახლოს.“
„საბოლოო ჯამში გარკვეულ მომენტებში არ გაგვიმართლა, ანგარიშის გათანაბრება არაერთხელ შეგვეძლო.“
„გუნდი ხვალ დაისვენებენ, ზეგიდან კი მომზადებას განვაახლებთ, წინ ძალიან სეროზული შეხვედრები გველის.“
- დღეს, 12:32
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



