„არსენალი“ პასისთვის ბრძოლაში სერიოზულად ერთვება
ესპანური გამოცემების ცნობით, ნიკო პასის მომავალთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ იცვლება.
ასპარეზზე შემოდის ლონდონის „არსენალი“, რომელიც არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ძალიან სოლიდური თანხის გადახდას გეგმავს.
მიკელ არტეტა ფიქრობს, რომ არგენტინელი მოთამაშე ინგლისის პრემიერლიგას ბრწყინვალედ მოერგება და უმაღლეს დონეზე ითამაშებს.
თავად ნიკოს პრიორიტეტი სათამაშო პრაქტიკაა, რომელიც „კომოს“ რიგებში უხვად აქვს., „არსენალიც“ პირობას დებს, რომ ტრანსფერის შემთხვევაში, ნიკო ძირითადი თერთმეტეულის წევრი იქნება.
ესპანური გამოცემების ცნობით, გაზაფხულზე ჟოზე მოურინიოსა და ფლორენტინო პერესს შორის პასთან დაკავშირებით სერიოზული საუბრები შედგება.
- დღეს, 11:41
- 127
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




