პატოს ისევ სურს "რეალის" კარის აღება
მადრიდის "რეალის" მომავალი მოწინააღმდეგის, იტალიური "მილანის" ბრაზილიელმა ფორვარდმა, პატომ ინტერვიუ მისცა "ას"-ის ჟურნალისტებს. ალეშანდრეს განცხადებით მას კიდევ სურს "ბლანკოსის" კარის აღება და ასევე ძალიან კარგად ახსოვს შარშანდელი 2-3 სანტიაგო ბერნაბეუზე. ახალგაზრდა ფეხბურთელმა რობინიოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩზეც ისაუბრა...
"ბერნაბეუზე გოლის გატანას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ხვალ ყველაფერს გავაკეთებ იკერის კარის ასაღებად, "რეალის" კარში გოლის გატანა უდიდესი სიამოვნებაა. ძალიან კარგად მახსოვს შარშანდელი მატჩი, რომელსაც ჩვენ ვაგებდით, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მოვიპოვეთ, მაშინ გახარებული ვიყავი და დარწმუნებული ვარ ხვალაც მოვახერხებთ შედეგის გამეორებას."
პატო ტრავმის მოშუშების შემდეგ ნელ-ნელა დგება ფორმაში. იტალიის ჩემპიონატში მან კიევოს 2 გოლი გაუტანა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა, ბრაზილიელი ფეხბურთელი ალეგრის გუნდის უდავო ლიდერია.
"ასეთ კარგ ფორმაში ჩემი კარიერის მანძილზე არ ვყოფილვარ და დარწმუნებული ვარ გავაგრძელებ პროგრესირებას, მე ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ უკეთესი ფეხბურთელი ვიყო, ვიდრე ახლა ვარ."
"ზლატან იბრაჰიმოვიჩი "როსონერის" იდეალურად მოერგო და მას დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია ჩვენი გუნდისთვის, დარწმუნებული ვარ იგი დიდ პრობლემებს შეუქმნის სამეფო კლუბს."
"ჩემი თანამემამულე რობინიოც უკვე ათამაშდა, მან კიევოს კარის აღებაც მოახერხა, ჩვენ შევძლებთ "ბლანკოსის" დამარცხებას მათსავე მოედანზე."
- 18 ოქტომბერი 2010
- 1 475
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.