მოურინიო:„სკამზე ჯდომა არავის სურს, ეს გასაკვირი არ არის“

ჟოზე მოურინიომ „ალავესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„კალენდარი ძალიან შემჭიდროებულია. მატჩებს შორის 3 დღიანი სხვაობა ასე თუ ისე შედეგს იძლევა, ხოლო 2 სავარჯჯიშო დღე ძალიან ცოტაა. ჩვენ მოგვიწევს რესურსის სწორი გადანაწილება და ისე თამაში.“

„დინ ჰაუსენი ბრწყინვალე მცველია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს და კიდევ მოუმატებს, ამაში დარწმუნებული ვარ. მახსოვს ესპანელი ფეხბურთელი „რომაში“, მაშინვე ეტყობოდა, რომ ძალიან კარგ ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდებოდა. არ ვიცი რა ჩანს გარედან, მაგრამ მე მასთან ყოველდღიური შეხება მაქვს და დიდ ინფორმაციას ვფლობ.“

„ჰაუსენმა კარგად გაიაზრა ზაფხულის მდგომარეობა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. მსგავსი რამ ხშირად ხდება ხოლმე.“

„ახლა მეტ შექებას არ ვაპირებ, მის მიმართ მომთხოვნი ვარ და მჯერა, რომ დინს შეუძლია მსოფლიო დონის ვარსკვლავობა.“

„ბელინგემი ზიდანს ჰგავს? მე არ მომწონს სხვადასხვა თაობის ფეხბურთელეების შედარება. ზიზუ საკუთარ თაობაში იყო გამორჩეული, ბელინგემი კი ახლაა საუკკეთესო.“

„როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური თვალსაზრისით ვინისიუს ჟუნიორს დიდი პროგრესი აქვს და ეს ყველა თანაგუნდელს უხარია. ბრაზილიელი ფეხბურთელის შესაძლელობებს კარგად ვიცნობ და ვიცი, რა შეუძლია მას. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ტურებში ვინი ძალიან პროდუქტიული იქნება, მას ყოველდღიურად ვუყურებ და ვხედავ, რომ ძალიან კარგად გრძნობს თავს.“

„ვინის და დიომანდეს შედარება? ვფიქრობ, ეს აზრს მოკლებულია. იანი ახლა იწყებს მადრიდულ კარიერას, ვინისიუსმა კი ისტორია უკვე დაწერა. მე მიხარია, რომ ამხელა რესურსი მაქვს და მსგავსი ტიპის სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელების გაწვრთნა შემიძლია. მათ ერთმანეთს არ შევადარებ, ორივე მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის.>“

„სამწუხაროდ, ტრენტ ალექსანდერ არნოლდს განაცხადში ვერ შევიყვან, რადგან გაციებულია და ტემპერატურა აქვს.“

„მენდი დაბრუნდა, ის განაცხადში მოხვდება და სკამზე იჯდება. საჭიროების შემთხვევაში, ფრანგი სათამაშო წუთებს მიიღებს.“

„როდრიგოს აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მაგრამ ის დეკემბრის შუა რიცხვებში არ დაბრუნდება. ჩვენ ვიჩენთ განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რადგან გვსურს, რომ სამხრეთ-ამერიკელმა სრულფასოვნად აღიდგინოს კონდიცია. მე მჯერა მისი ხარისხის და შესაძლებლობების.“

„გასახდელში ხშირად ვაანალიზებთ პრომლემებს, პროგრესს, შესაძლებლობებს. ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიური და საინტერესო პროცესი.“

„ჩემთვის იანვრის სატრანსფერი მარკეტი დაკეტილია, არცერთი ფეხბურთელის შეძენა არ მსურს. „რეალი“ ტრანსფერების მხრივ მომდევნო ზაფხულს გააქტიურდება, ახლა ვიყენებთ რესურსს, რომელიც გუნდში უხვად არის.“

„ჩემპიონთა ლიგის მოგება? მე აქ „ალავესთან“ მატჩზე სასაუბროდ მოვედი, ახლა უპირველესი მიზანი „ალავესის“ დამარცხება და აქტივში მორიგი 3 ქულის ჩაწერაა.“

„მბაპე, ვინი, ბელინგემი და სხვები ერთ დონეზე არიან. რა თქმა უნდა, სკამზე ჯდომა არავის სურს, ეს ჯანსაღი პროცესია.“


1

გუშინ და 11:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 072

მიდი ჟოზე მიაწექი, წლის ბოლომდე ყველა თამაშს თუ მოიგებს, ლა ლიგის ლიდერიც გახდები, დაკარგავს ბარსა უეჭველი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 13
3 იამალი 10
4 ზაბირი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (229)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)