ბრაჰიმ დიასი - 2031!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
ორმხრივი შეთანხმების შედეგად, ბრაჰიმ დიასმა სამეფო კლუბთან არსებული კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.
მაროკოელ ფეხბურთელს „მერენგების“ რიგებში 173 მატჩი აქვს ჩატარებული და 7 ტიტულს მოითვლის.
დიასი ასევე გახლავთ მაროკოს ნაკრების წევრი, სადაც ჩატარებულ 36 შეხვედრაში 15 გატანილი გოლით იწონებს თავს.
- 27 ნოემბერი 2026
- 207
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



