ფინალური ვარჯიში „ალავესთან“ მატჩის წინ
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურის წინ ფინალური სესია ჩაატარეს.
ჟოზე მოურინიომ შეკრებაზე დიდი ყურადღება დაუთმო სწრაფ შეტევებს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
ენდრიკმა აღდგენითი პროცესი დაიწყო, იგივე პროცესშია როდრიგო გოეში, ფერლან მენდი კი სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
ვარჯიშზე არ გამოცხადებულა არცერთი კანტერანო.
შეგახსენებთ, „ბლანკოსი“ „ალავესს“ 28 ნოემბერს, 23:55 საათზე უმასპინძლებს.
- 27 ნოემბერი 2026
- 46
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



