მოურინიო:„დღეს ჯუდ ბელინგემი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია“
ჟოზე მოურინიომ „პსვ“-სთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„მიუხედავად იმისა, რომ დამაჯერებელი ანგარიშით მოვიგეთ, პირველ ტაიმში ხარვეზები გვქონდა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.“
„მე მქონდა მცირე მონოლოგი გასახდელში, რის შემდეგაც, ფეხბურთელებმა კარგად გაიგეს, რა დავალებები უნდა შეესრულებინათ ამ მატჩის მოსაგებად.“
„აღსანიშნავია, ნიდერლანდელთა საოცარი თამაში, ისინი სწრაფ, ტაქტიკურად გამართულ და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობდნენ.“
„ჯუდ ბელინგემი დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია. მიკვირს, როგორ ვერ მოხვდა ის, ოქროს ბურთის კანდიდატთა ათეულში.“
„მიყვარს ჯუდის ამბიცია, სტილი და შესაძლებლობები. ის არ გაჩერდება და მალე კიდევ უფრო დიდ ფეხბურთს შემოგვთავაზებს.“
„აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას პრობლემებზე, რომელიც დავინახე. ძალიან კარგი ემოციების მომტანია „ქამბექი“, მაგრამ მატჩების სტაბილური მოგება უფრო ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს.“
„ვინისიუსი? ბრაზილიელმა საოცრად ითამაშა, ძალიან ბევრს მოძრაობდა, სიტუაციას ამწვავებდა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილის შეტანა შეძლო.“
„ჩემპიონთა ლიგაზე 5-იდან 5 გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფლობთ, 15 ქულას და ვაგრძელებთ მშვიდ სვლას მომდევნო ეტაპისკენ.“
- დღეს, 12:10
- 200
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



