ფედე:„გუნდმა წარმოუდგენელი მეორე ტაიმი ჩაატარა, ჯუდი კი საოცარია“

ფედერიკო ვალვერდემ „პსვ“-ს დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

„მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად ვერ მიდიოდა, გუნდმა წარმოუდგენელი მეორე ნახევარი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ეს იყო ძალიან დინამიური, სწრაფი და ტაქტიკურად გამართული შეხვედრა, სადაც „რეალის“ ფეხბურთელებმა ქომაგებს ბრწყინვალე საღამო აჩუქეს.“

„ჯუდ ბელინგემი? ის საოცარი ფიგურაა. ინგლისელი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება, ყველა მატჩში ახერხებს სასარგებლო საქმიანობას და რაც მთავარია, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.“

„„პსვ“ საკმაოდ ძლიერი გუნდია, ვერ ვიტყვი, რომ საშუალო დონის გუნდს ვეთამაშებოდით. ეს არის საკმაოდ მწყობრი, მშვიდი და ტაქტიკურად გამართული გუნდი, რომელსაც კიდევ შეუძლია მომატება.“

„ჩვენ, მოთამაშეებმა, კარგად გავიგეთ, რასაც მწვრთნელი გვეუბნებოდა. საჭირო იყო მეტი ძალისხმევა, ინტენსივობის შენარჩუნება და განვითარების გაგრძელება. მსგავსი რამ მოხდა რამდენიმე დღის წინ „სელტა ვიგოსთან“ მატჩშიც. ესეც ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც ბურთის ფლობა კარგად იცის. დღეს იგივე განმეორდა, თუმცა მეორე ტაიმში ვიცოდით, როგორ გვეპასუხა.“

„ვინისიუსის თამაშით დავტკბი და დარწმუნებული ვარ, თავადაც ბედნიერია. მიხარია, რომ ბრაზილიელმა მსგავს სტილში ითამაშა, საოცრად მანევრირებდა, სიტუაციას ამწვავებდა და კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, თუ რა შეუძლია.“

„მარჯვენა მცველად თამაში? თუ აქ ხშირად მომიწევს ასპარეზობა, გაცილებით მეტი უნდა ვიმუშავო და დაცვითი კომპონენტები გავაუმჯობესო. ყოველთვის ვცდილობ ვიდგე იქ, სადაც გუნდს სჭირდება.“

„როდესაც არდა გიულერმა პასი მომცა, მაშინვე მივხვდი, რომ გოლის გატანას შევძლებდი, ძალიან დინამიური და ეფექტური მომენტი გამოვიდა. მიხარია, რომ ჩემი წვლილი შევიტანე გამარჯვებაში.“

„ბელინგემის გოლი? მან მოედანზე შემოსვლისთანავე მეტი თავდაჯერებულობა მოგვცა. ინგლისელი საოცარ ფორმაში, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იმ მომენტში ბელინგემი ასეთ დარტყმას განახორციელებდა. მიხარია, რომ ჯუდს ამხელა პროგრესი აქვს.“

„წინ უნდა ვიყუროთ. „ქამბექი“ ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ გვჭირდება უფრო სტაბილური გამოსვლა, დამაჯერებელი გამარჯვებები და მაქსიმალური კონცენტრაცია.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 13
3 იამალი 10
4 ზაბირი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (214)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)