ჯუდ ბელინგემი:„საოცარი გოლი გამომივიდა და ძალიან ბედნიერი ვარ“
ჯუდ ბელინგემმა „პსვ“-ს დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„საოცარი გოლი გამომივიდა და ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრისკენ. არავის უნდა დამატებითი მატჩები, ჩვენ გვსურს, პირდაპირ გასვლა მომდევნოე ეტაპზე.“
„„პსვ“ საკმაოდ სწრაფი და დინამიური გუნდია, რომელიც მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს. გუნდს პირველ ტაიმში გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მადრიდელ ქომაგებს სურდათ.“
„ასეთი დაბრუნებები დამოკიდებულია ხასიათზე, მენტალიტეტზე, შესვენებაზე მწვრთნელის მიერ ნათქვამ სიტყვებზე... ეს მრავალი ფაქტორის ერთობლიობაა. სწორედ ამიტომ ვახერხებთ ასეთ ხშირ „ქამბექებს“. თუმცა, უმჯობესია, თუ უფრო დამაჯერებლად მოვიგებთ. გაუმჯობესების რესურსი ჯერ კიდევ გვაქვს“.
„დიდი მადლობა გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა მართლაც ძალიან ეფექტური და სასიამოვნო იყო. საშინაო არენაზე კიდევ ბევრი გამარჯვება გველის.“
- დღეს, 11:14
- 293
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



