მოურინიო:„ვინისიუსის საუკეთესო ვერსიას მალე მივიღებთ“

ჟოზე მოურინიომ „ეინდჰოვენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

„„პსვ“ ძალიან კარგი გუნდია, რომელიც ყოველთვის სწრაფად უტევს და შედეგებზეა ორიენტირებული. ვიცით, რომ კარგი მატჩი გამოვა, სადაც 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ, რაც სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება.“

„3 დღეში ერთხელ თამაში მარტივი არ არის. ფეხბურთელებს უწევთ აღდგენა, შემდეგ სრული დატვირთვის მომზადება და ისევ მოედანზე გასვლა.“

„მოთამაშეები, რომლებსაც კარგი მწვრთნელობა შეუძლიათ? არ ვიცი, ვერ გეტყვით, ახლა ამაზე მსჯელობის დრო არ მაქვს. მაგალითად ვფიქრობ, რომ ბერნარდუ სილვა ადრე თუ გვიან „ბენფიკას“ პრეზიდენტი გახდება.“

„ნიკო პასი? ის არ არის ჩემი ფეხბურთელი.“

„ვინის საუკეთესო ვერსია? ბრაზილიელი უმატებს და ამ მონაცემსაც მალე ვიხილავთ. 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ის დაბრუნდა და დარწმუნებული ვარ, გუნდისთვის ეფექტური იქნება. სანაკრებო შეკრების დროს მოთამაშემ რამდენიმე გოლის გატანა შეძლო, ასევე ეფექტური იყო „სელტასთან“ დაპირისპირებაში და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.“

„არ მიკვირს, რომ გამოცდილი მწვრთნელები ფეხბურთელების ტრავმიანობის მატებაზე საუბრობენ. არაერთი ტოპ ვარსკვლავი აღდგენით პროცესშია, ეს არის შემჭიდროვებული კალენდრის ბრალი.“

„„პსვ“-ს ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს, მკაფიო იდეებით, მის გუნდებს ყოველთვის აქვთ იდენტობა. დარწმუნებული ვარ, მათ ექნებათ კონკრეტული გეგმა ბერნაბეუზე.“

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დაცვაში კომპაქტურად სათამაშოდ, ასევე საჭიროა შექმნილი მომენტების სრულფასოვანი გამოყენება.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 13
3 იამალი 10
4 ზაბირი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (203)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)