კურტუა:„კარიერის „რეალში“ დასრულება მსურს“
ტიბო კურტუამ „პსვ“-სთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ მიღწეული შეთანხმებით და ახალი კონტრაქტით. ჩემი მიზანი პროფესიონალური კარიერის მადრიდის „რეალში“ დასრულებაა. ამისთვის მჭირდება საუკეთესო კონდიციაში ყოფნა და ჯანმრთელობა.“
„ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია. მადრიდში 2-ჯერ მოვიგე თასი და უბედნიერესი ვარ, მაგრამ მესამე თასიც მსურს.“
„ახალი ფორმატი გუნდებს მეტი ძალისხმევის გაღებას ავალდებულებს. ჩვენ ყველა მატჩში მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიდგეთ.“
„ვარ თუ არა „რეალის“ ისტორიის საუკუთესო მეკარე? ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი სწორი არ იქნება. ამ გუნდის ღირსებას არაერთი ტოპ კიპერი იცავდა.“
„„ქამბექები“? ყოველთვის ასე არ გამოვა, ამიტომ მაქსიმალური ჩართულობა გვმართებს. ყველა მატჩში დომინანტობას უნდა ვეცადოთ.“
„მახსოვს „ბეტისთან“ მატჩი, სადაც წაგებას არ ვიმსახურებდით და ვერც „ქამბექი“ შემოგთავაზეთ, საბოლოო ჯამში კი ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ.“
„ახლა გაცილებით გამოცდილი და ძლიერი ვარ, ვიდრე მაშინ, როდესაც ჟოზე მოურინიო გავიცანი. მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. პორტუგალიელი მომთხოვნი მწვრთნელია.“
„ისეთი ისტორიული კლუბისთვის, როგორიც „რეალია“, ქომაგების მხრიდან ხმაური და სტვენა შესაფერისი არ არის. მე ხვალ ველი დიდ მხარდაჭერას და სიყვარულის გამოხატვას.“
„ვინისიუსი? ის ძალიან ბევრს მუშაობს და თვითკრიტიკულია. ბრაზილიელმა ლა ლიგის წინა ტურში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მოუმატებს და არაერთ გოლს გაიტანს. მე ვიცი, რა შეუძლია ვინის, მას საოცარი ფიზიკური მონაცემები აქვს.“
„მოურინიო მშვიდი ადამიან გახდა, ის ადრე უფრო ემოციური იყო. ჩვენ ერთად „ჩელსიში“ ვმუშაობდით, თუმცა მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და „განსაკუთრებულმაც“ კიდევ უფრო დიდი გამოცდილება მოაგროვა.“
„ოქროს ბურთი მეკარეებისთვის? როდესაც კონკურენტები კილიანი, ბელინგემი და სხვები არიან, ამაზე საუბარი უაზრობად მიმაჩნია.“
„არ დაგავიწყდეთ, რომ ჯუდი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, ის საოცარ თვისებებს ფლობს და დარწმუნებული ვარ, 3-4 წელიწადში განსაკუთრებულზე განსაკუთრებული ფიგურა იქნება.“
„ესპი? მოურინიო მასთან ეფექტურად მუშაობს. ფაქტია, რომ კარლოსი მოედანზე გასვლისთანავე გოლის გატანას ახერხებს, ის ტიპიური ფორვარდია.“
- დღეს, 17:45
- 11
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



