ვალდანო:„ესპის სათანადო დრო არ ეძლევა“
ხორხე ვალდანომ კარლოს ესპიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ესპანელში დიდი ტალანტი დევს.
„ძალიან კარგია ესპის გოლების ნახვა, მაგრამ მისი სათამაშო დრო მინიმუზებულია და მეტს იმსახურებს.“
„მესმის, რომ „ბლანკოსში“ ძალიან დიდი კონკურენციაა. რთულია შენი კონკურენტი იყოს მბაპე, თუმცა ფაქტია, რომ კარლოსი ამტკიცებს, რომ მეტი შეუძლია.“
„დიახ, ესპის აქვს განსაკუთრებული ნიჭი და ამის არდანახვა არ შეიძლება.“
„უახლოეს მომავალში ესპანელს სასტარტო შემადგენლობაში ველი.“
„მაშინ, როდესაც ესპი მოედანზეა, „რეალს“ შეუძლია მეტი ყურადღება დაუთმოს ფლანგურ შეტევებს და მეორე სართულზე ორთაბრჭოლებს.“
„კარლოსი და მბაპე ერთად? მე ვფიქრობ, რომ ერთი დინამიური, მეორე კი ტიპიური ფორვარდი ერთმანეთში კარგ სინთეზს შექმნის, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია.“
- დღეს, 13:11
- 27
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




