„რეალმა“ აღდგენითი ვარჯიში გამართა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს და „პსვ“-სთან მატჩისთვის მზადება დაიწყეს.
ფეხბურთელები, რომლებიც „სელტასთან“ სასტარტო შემადგენლობში იყვნენ და მოედანზე 90 წუთი გაატარეს, შედარებით ნაკლებად დაიტვირთნენ, დანარჩენებმა კი სრულფასოვანი სესია ჩაატარეს.
ჟოზე მოურინიომ ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, შეტევაში სწრაფ გადასვლებს და სტანდარტულებს.
ვარჯიშზე არცერთი კანტერანო არ გამოუძახებიან.
ორშაბათს გუნდი შემაჯამებელ სესიას გამართავს, სამშაბათს კი „ეინდჰოვენს“ შეხვდება.
- გუშინ, 21:00
- 15
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



