რონსერო:„კმაყოფილი ვარ, თუმცა გუნდს ამდენი შეცდომა არ ეპატიება“
ტომას რონსერომ „რეალისა“ და „სელტას“ დაპირისპირება შეაფასა.
„კმაყოფილი ვარ გამარჯვებით. გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.“
„მესმის, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, მაგრამ სანტიაგო ბერნაბეუზე „ბლანკოსს“ „სელტას“ დონის გუნდთან „ქამბექები“ და დრამატული მომენტები არ უნდა სჭირდებოდეს.“
„ყველაფერი პირველმა ტაიმმა გააფუჭა, სადაც „რეალის“ ფეხბურთელების გამოსვლა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.“
„როგორც ჩანს, მოურინიოს საუბარი გასახდელში გარდამტეხი აღმოჩნდა. პორტუგალიელმა ცვლილებები არ დააგვიანა და შედეგებიც სახეზეა.“
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ვინისიუს ჟუნიორის შესანისნავი შემოსვლა. ბრაზილიელმა გუნდს მეტი ტემპი მისცა, სიტუაციას მუდმივად ამწვავებდა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა.“
„ესპი? ის ნამდვილი გოლეადორია, რომელმაც მეტი სათამაშო დრო უნდა მიიღოს. დარწმუნებული ვარ, კარლოსს გაცილებით მეტი გოლის გატანა შეუძლია.“
„დიომანდე? ის პირველ ტაიმში ინერტული იყო, თუმცა ეს იანის ბრალი არ არის. აქ საუბარი სისტემურ პრობლემაზე იყო.“
- დღეს, 13:30
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




