მოურინიო:„ესპი აუცილებლად მიიღებს შანსს სასტარტოში“

ჟოზე მოურინიომ „სელტასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„კარლოს ესპი ბრწყინვალე ბიჭია, ყოველთვის ახერხებს გოლის გატანას და გუნდისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას. ის ნამდვილად არის 90 წუთი სათამაშოდ მზად და მიიღებს შანსს სასტარტო შემადგენლობაში.“

„მბაპე და ესპი ერთად? ეს საკმაოდ რთული ტაქტიკური სვლა იქნება. ამ შემთხვევაში, შესაძლოა მოედანზე შესვლა და დაცვითი ფუნქციეის შესრულება მომიწიოს.“

„არდა გიულერი და ჯუდ ბელინგემი მატჩის ბოლოს ძალიან დაღლილები იყვნენ, სანაკრებო შეკრებამ მათზე იმოქმედა.“

„გუნდმა ცუდად დაიწყო, შემდეგ იყო სტვენა ბერნაბეუზე, შემდეგ კი დიდი მხარდაჭერა. მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ქომაგებს, რომ ასე არ მოიქცნენ. ჩვენ ყოველთვის გვჭირდება მხარდაჭერა, რა წერია ტაბლოზე მნიშვნელობა არ აქვს.“

„ტიბო კურტუა? ორი აზრი არ არსებობს, ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და ვიგოელებთანაც არაერთი მნიშვნელოვანი „სეივი“ გააკეთა.“

„ვინი? ბრაზილიელი ბრწყინვალედ შემოვიდა, ის ჩემპიონთა ლიგის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება.“

„შეხედეთ სხვა გუნდებს, როგორიც არის „სიტი“, „არსენალი“, „ჩელსი“, „ბაიერნი“....  სანაკრებო შეკრების შემდეგ ყველას გაუჭირდა. ეს ბუნებრივია.“

„რაფა ნადალი? ჩემი დიდი პატივისცემა ლეგენდას. ის „რეალისთვის“ მნიშვნელოვან საქმეებს გააკეთებს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 13
3 იამალი 10
4 ზაბირი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (193)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)