კამავინგა:„გუნდმა ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა“
ედუარდო კამავინგამ „სელტასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„გუნდმა ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა. პირველ ტაიმში არაფერი გამოგვდიოდა, მეორე ნახევარში კი ჩვენი თამაში ვიპოვეთ.“
„აღსანიშნავია, რომ ჟოზეს საუბარმა გარდამტეხი გავლენა იქონია. პორტუგალიელმა ყველა დაგვარწმუნა, რომ გამარჯვება შეგვეძლო.“
„ჩვენ მორიგი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში და ბრძოლას განვაგრძობთ.“
„წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩია, სადაც მნიშვნელოვანი 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ და 100%-ით გავინაღდოთ ჯგუფის საუკეთესო რვა გუნდს შორის ადგილი.“
- დღეს, 13:08
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



