ესპი:„უბედნიერესი ვარ და კიდევ ბევრი გოლის გატანას ვაპირებ“
კარლოს ესპიმ „სელტასთან“ მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
„როდესაც მახსენდება რა გავაკეთე, ტანში ჟრუანტელი მივლის. აუხსნელია სიყვარულ, რომელიც ქომაგების მხრიდან მოდის. ეს მაძლევს ძალას და განვითარების დიდ სურვილს. დიდი მადლობა გულშემატკივრებს. მაქსიმალურად ვცდილობ, მწვრთნელის დავალებები სრულფასოვნად შევასრულო და გუნდის დახმარება შევძლო.“
„გუნდში 25 ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, კონკურენცია იარსებებს, თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ შანსი მოგვეცემა. თითოეული მოთამაშე მუდმივ განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.“
„მართალი გითხრათ, ზედიზედ მეცხრე გამარჯვება ენერგიის უდიდესი მუხტია. რთული მატჩი იყო, თუმცა გამარჯვების მოპოვება შევძელით. წინ უნდა ვიაროთ, გაჩერების დრო არ არის, წინ კი ჩემპიონთა ლიგის მორიგი ბრძოლა გველის.“
„ქომაგებს არცერთი წუთით არ დაუკარგავთ იმედი. როდესაც მეტოქის კარი ავიღე, მათი რეაქცია საოცარი იყო.“
„ახლა ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ. „ეინდჰოვენთან“ მნიშვნელოვან მატჩი გველის, სადაც 3 ქულის მოპოვება სატურნირო თვალსაზრისით ბევრ რამეს გადაწყვეტს.“
- დღეს, 12:40
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



