კურტუა:„მწვრთნელმა რისკიანი, თუმცა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო“

ტიბო კურტუამ „სელტასთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„შესვენებაზე მწვრთნელის საუბარი მატჩის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი იყო. პირველ ტაიმში საკუთარ თავს არ ვგავდით, არ დავრბოდით და ფეხბურთის ელემენტარულ, საბაზისო მოძრაობებს არ ვაკეთებდით. საბოლოოდ, სწრაფი გოლი გაგვიტანეს. მომენტების შექმნა გვიჭირდა და ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, უფრო მეტი ვირბინეთ და ყველაფერი უკეთ გავაკეთეთ. პირველი გოლის გატანის შემდეგ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მეორეც მოვიდოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოედანზე კარლოს ესპი შემოვიდა. იგი შეტევაში ერთგვარი თილისმის როლს ასრულებს. სწორ ადგილას აღმოჩნდა და ვინი ჟუნიორმაც შესანიშნავი ჩაწოდება გააკეთა“.

მისი გადამწყვეტი სეივები

 „პირველი სეივი, ვფიქრობ, ერთი-ერთზე გასვლის სიტუაციაში შესრულდა და სწრაფად მოქმედება მომიწია. მინდოდა, დარტყმისა და დაბალი პასის წინასწარ განჭვრეტა მომესწრო. მიმაჩნია, რომ ამ ეპიზოდში კარგად ვიმოქმედე წინსწრებაზე და კარი მაქსიმალურად დავფარე. მეორე ეპიზოდში კი, როცა ხედავ, რომ მეტოქე დასარტყმელად გამორბის, ვიცოდი, რომ მას კარგი დარტყმა ჰქონდა და ძლიერი ნახტომი მჭირდებოდა, რადგან ბურთი სულ უფრო შორს მიდიოდა. ბოლო წამს შევძელი მისი მოგერიება და სულ რაღაც 30 წამის შემდეგ ანგარიში გავათანაბრეთ. ასე რომ, ორი მნიშვნელოვანი სეივი გამოვიდა და კმაყოფილი ვარ. სწორედ ამისთვის ვარ აქ“.

ბელინგემის ფორმა

 „ჯუდი ძალიან კარგ ფორმაშია. გუნდს ბევრს სძენს და ფიზიკურად ძალიან ძლიერია. აქვს ბურთის წაღების უნარი, საჯარიმოში დროული ჩართვა შეუძლია, ფლობს საოცარ დარტყმას და შესანიშნავ სეზონს ატარებს. იგი მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენებ დონეს ინარჩუნებს და ეს სეზონიც ძალიან კარგად დაიწყო. ასე უნდა გავაგრძელოთ“.

კარლოს ესპის გოლი

„მას აქვს საჯარიმოში ყოფნის განსაკუთრებული ფაქტურა. მაღალია, ძლიერია და იცის, სად უნდა იდგეს. იგი ბუნებით ცენტრფორვარდია. მართალია, რომ როცა კილიანთან და სხვებთან ერთად თამაშობ, კონკურენცია დიდია.  ჩვენი წინახაზელები ნაკლებად არიან საჯარიმოს მოთამაშეები და უფრო მეტად მის მისადგომებთან მოქმედებენ. როცა კარლოსი შემოდის, ჩნდება ის დასაყრდენი, რომელიც სხვებს საშუალებას აძლევს, მის გარშემო იმოძრაონ და სიღრმიდან შეიჭრან. იანმა რამდენჯერმე ჩააწოდა და საჯარიმოში არავინ იყო, ხოლო როცა კარლოსი შემოვიდა, ვინისგან შესანიშნავი ჩაწოდება მივიღეთ. მან ძალიან კარგად დაარტყა, რადუმ კარგი სეივი შეასრულა, დამატებაზე კი, საბედნიეროდ, ბურთი ჩვენ დაგვრჩა. კარგი გოლი გამოვიდა და მის გამო ძალიან მიხარია, რადგან, ცხადია, ეს ადვილი არ არის. კილიანი ძირითადი „ცხრიანია“ და კარლოსს ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ როცა მოედანზე გამოდის, შანსს იყენებს და ეს მნიშვნელოვანია“.

„ბერნაბეუს“ ძალა

„ეს მნიშვნელოვანია. გულშემატკივარი ჩვენ გვერდით იდგა. რაღაც მომენტში უკმაყოფილონი იყვნენ და ამის სრული უფლებაც ჰქონდათ, რადგან კარგად ვერ ვთამაშობდით, განსაკუთრებით პირველ 15-20 წუთსა და პირველ ტაიმში. მართალია, რომ შემდეგ გუნდს ბოლომდე გვერდში დაუდგნენ მეტოქეზე ზეწოლის გასაძლიერებლად და საბოლოოდ, ასეთ უზარმაზარ სტადიონზე ეს მოწინააღმდეგისთვის ძალიან მძიმეა. თუ გულშემატკივარი ჩვენთანაა და ჩვენ გულშემატკივართან ვართ, ბევრი ისეთი რამ შეიძლება მოხდეს, როგორიც დღეს მოხდა. უკეთ უნდა ვითამაშოთ. სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე რთული მეტოქე გველის, რომელიც აუცილებლად უნდა დავამარცხოთ.  იმედია, მოგებების სერიას გავაგრძელებთ“.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 13
3 იამალი 10
4 ზაბირი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (193)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)