ვერონი:„მასტანტუონო იტალიაში უნდა დარჩეს“
ხუან სებასტიან ვერონმა ფრანკო მასტანტუონოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არგენტინელი მოთამაშის „რეალში“ გადასვლა ნაადრევი იყო და მას განვითარებისთვის დრო სჭირდება.
„სერია A საუკეთესო ლიგაა ისეთი მახასიათებლების მქონე ფეხბურთელისთვის, როგორიც მასტანტუონო არის.“
„იქ მას ეძლევა შანსი, დააგროვოს გამოცდილება, გაიცნოს მოწინააღმდეგე მცველები და დახვეწოს ის ტექნიკური თუ ტაქტიკური ნიუანსები, რომლებსაც იტალიელები ოსტატობები ფლობენ.“
„მასტანტუონოს სჭირდება სტაბილური გამოსვლა, რაც შეიძლება დიდი დროის გატარება მწვანე მინდორზე და მუდმივი მუშაობა.“
„„ფიორენტინა“ ნამდვილად არის ის გუნდი, სადაც ფრანკომ საკუთარი თავი იპოვა.“
„დაბრუნება „რეალში“? ეს შესაძლოა მოხდეს, მაგრამ არა მომდევნო ზაფხულს, არამედ 2-3 წლის შემდეგ. ახლა ბერნაბეუზე თამაში მასტანტუონოსთვის საუკეთესო გადაწყვეტილება არ იქნება.“
- დღეს, 12:54
- 8
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




